ლეგენდარულმა გერმანელმა ოფიციალურად განაცხადა უარი ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე, მაგრამ არ აპირებს გუნდის დატოვებას. ნოვიცკის 2016-17 წლების სეზონში 8.6 მილიონი დოლარი უნდა მიეღო, მაგრამ ფორვარდი აპირებს პირველი ივლისიდან ოფიციალურად გახდეს თავისუფალი აგენტი და "მავერიქსთან" ახალი მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმოს.
ვარაუდობენ, რომ "დალასი" ვეტერანს სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს უფრო დაბალი ხელფასით, რითაც გუნდს თავისუფალი აგენტების შეძენის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება.
"ერთადერთი ხერხი, რომლითაც შეიძლება "დალასიდან"
სანამ "დალასი" საკუთარ თავს უმაღლეს მიზნებს უსახავს და უძლიერესებთან კონკურენციას ახერხებს, "მავერიქსის" მოთამაშედ დავრჩები", - განაცხადა ნოვიცკიმ.
გარდა ამისა, Fort Worth Star-Telegram-ის ინსაიდერი დუეინ პრაისი იტყობინება, რომ "დალასის" კიდევ ორი ძირითადი მოთამაშე - დერონ უილიამსი და ჩენდლერ პარსონსი გამოიყენებს კონტრაქტებში არსებულ პუნქტს და პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტები გახდებიან.
* * *
"ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა არ გააქტიურა ტექსასურ კლუბთან მომავალი სეზონისთვის კონტრაქტის გახანგრძლივების პუნქტი. ESPN-ის ინფორმაციით, "ჰიუსტონის" ხელმძღვანელობა რამდენჯერმე შეხვდა ჰოვარდის წარმომადგენლებს და სცადა მათი დათანხმება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
ამჟამინდელი ხელშეკრულების თანახმად, 30 წლის კალათბურთელს მომავალ სეზონში შეეძლო 23.2 მილიონი დოლარი გამოემუშავა, მაგრამ ხელფასების ზედა ზღვარის გაზრდასთან დაკავშირებით, ცენტრს შეუძლია ახალი კონტრაქტის გაფორმება, რომელიც მას წელიწადში დაახლოებით 30 მილიონ დოლარს მოუტანს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"