თუმცა უეიდი ჩრდილოეთისკენ იყურება - "ჩიკაგოში" სურს თამაში. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ჩიკაგოელებსა და უეიდს შორის შეთანხმება მიღწეულია და კალათბურთელი 2 წელიწადში 47 მილიონ დოლარს მიიღებს.
ჰორფორდი ბოსტონში
ზაზა ფაჩულიას მეგობარი და ყოფილი თანაგუნდელი ელ ჰორფორდი კარიერას "ბოსტონში" განაგრძობს. 2007 ჰორფორდმა "ბოსტონთან" 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამ დროში კი 113 მილიონი დოლარი ჩაერიცხება.
ჰარდენმა ჰიუსტონთან გაახანგრძლივა
ჯეიმს ჰარდენს "ჰიუსტონთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი, 4-წლიანი ხელშეკრულება გაუმზადა და ჰარდენმაც სიამოვნებით მოაწერა ხელი. ან, კონტრაქტი 118-მილიონიანია. პირველ სეზონში "ბაბუაწვერა" 26.5 მილიონ დოლარს მიიღებს, მომდევნო სეზონში - 28.3 მილიონს, შემდეგ - 30.4-ს, მეოთხე წელს კი 32.7 მილიონს.
აქამდე არსებული კონტრაქტი ცოტა "მოკრძალებული" იყო. მისი მიხედვით ჯეიმს ჰარდენს 2016-17 წლების სეზონში 16.8 მილიონი დოლარი უნდა აეღო, 2017-18-ში - 18.8 მილიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"