40 წლის დანკანისთვის ახალი სეზონი მე-20 უნდა ყოფილიყო NBA-ში, მაგრამ მას მერე, რაც "სპურსში" პაუ გასოლი მიიყვანეს, აშკარა გახდა, რომ ტიმს ბევრი სათამაშო დრო აღარ ექნებოდა და ეტყობა, ამიტომაც გადაწყვიტა დიდი სარბიელიდან წასვლა.
ბოლო რეგულარულში მან 61 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 8.6 ქულა, 7.3 მოხსნა და 2.7 პასი მიითვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"