უესტბრუკის ახალი კონტრაქტი სამწლიანი იქნება და კალათბურთელი 85.7 მილიონ დოლარს მიიღებს.
"ოკლაჰომა-სიტი" ოფიციალურად ამ ინფორმაციას მოგვიანებით დაადასტურებს და სპეციალურ პრესკონფერენციას მოიწვევს.
* * *
"ნიუ იორკ ნიქსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი დერეკ ფიშერი
როგორც ESPN წერს, 41 წლის ფიშერი აქტიურად ვარჯიშობს და საკმაოდ კარგი ფორმა აკრიფა. ამ ყველაფერს ის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დასაბრუნებლად აკეთებს.
ცოტა ხნის წინ, გამთამაშებელმა საკუთარ Facebook-ზე განათავსა ვიდეო, რომელშიც ის შესანიშნავად ათამაშებს ბურთს და ასრულებს დრიბლინგს. ამ ვიდეოს ფიშერმა მიამაგრა ჰეშტეგი #imnotdonyet ("მე ჯერ არ დამიმთავრებია").
დერეკმა NBA-ში ბოლო სეზონი 2013-14 წლებში ჩაატარა. მან "ოკლაჰომას" რიგებში 81 მატჩი ითამაშა და საშუალოდ, 5.2 ქულა დააგროვა.
* * *
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს The Bleacher Report. "სან ანტონიო სპურსი" სერიოზულად აპირებს "გოლდენ სტეიტი უორიორზის" ლიდერის სტივენ კარის გადაბირებას.
მომავალი წლის ზაფხულში, კარის კონტრაქტი ეწურება "გოლდენ სტეიტთან" და შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. სწორედ ამ მომენტის გამოყენება სურთ "სპურსის" ხელმძღვანელებს და ემზადებიან გასული ორი სეზონის MVP-თან შესაძლო გარიგებისთვის.
მიუხედავად ამისა, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ კარი "უორიორზს" დატოვებს. "გოლდენ სტეიტს" შეუძლია მისთვის მაღალი ანაზღაურების შეთავაზება, რომელიც, სახელფასო ზედა ზღვარის გაზრდის შემდეგ, შესაძლოა, სარეკორდო აღმოჩნდეს ლიგის ისტორიაში.
ცნობისთვის, 2016-17 წლების სეზონში კარი 12 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"