ლებრონის სამიზნე

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა აგვისტოს დასაწყისში აღიარა, რომ მისი მოტივაცია ყოველთვის იყო ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის კარიერა. რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში კი NBA-ის სამგზის ჩემპიონმა განაცხადა, რომ არ აინტერესებს ჯორდანის ექვსი ტიტული.

"მე არ მივსდევ მის ტიტულებს. მხოლოდ მისი სიდიადე მაინტერესებს. მინდა გავიგო, რამდენად დიდი იყო ეს მოჩვენება.

ნებისმიერი ადამიანი ისახავს მიზანს და შემდეგ ცდილობს მის განხორციელებას. ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ასეთია ჩემი მიზანი. ამასთან, გარშემო ყველა ერთი და იგივეს იმეორებს: "ის ცდილობს ემჯეი ჩამოაგდოს", "ის ცდილობს ემჯეიზე უკეთ
ესი იყოს"...

ეს ყოველთვის იყო ჩემი მიზანი - NBA-ში კარიერის სტარტიდანვე. 18 წლის ვიყავი, როცა ვამბობდი, რომ ჩემი საყვარელი მოთამაშეა მაიკლ ჯორდანი. იმედია, მის დონეს მივაღწევ.

მინდა მთელი ჩემი პოტენციალი გამოვიყენო და თუ ვინმე ჩემს შესახებ უბრალოდ იტყვის, რომ საუკეთესო კალათბურთელი ვარ, შესანიშნავი იქნება", - განაცხადა ლებრონმა.

P. S. გუშინ, ლებრონმა თავისი სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო "კლივლენდთან" ახალი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. მხარეებმა სამწლიან ხელშეკრულებაზე მოილაპარაკეს, რომლის მიხედვითაც ჯეიმსი 100 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული