NBA-ს ყველაზე გაყიდვადი ვარსკვლავები

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურმა ინტერნეტ-მაღაზიამ გამოაქვეყნა იმ 10 კალათბურთელის სია, რომელთა მაისურები ყველაზე მოთხოვნადია ფანებს შორის.

აღსანიშნავია, რომ ამ 10 კალათბურთელს შორის, ორმა მოთამაშემ დაასრულა კარიერა - ტიმ დანკანმა და კობი ბრაიანტმა. კიდევ ერთ მოთამაშეს ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია ლიგაში (ბენ სიმონსი). და კიდევ, სიაში სამი კალათბურთელია, რომლებმაც კლუბი შეიცვალეს ამ ზაფხულს (დურანტი, როუზი, უეიდი).

ყველაზე გაყიდვადი მაისურების TOP10 ასეთია:
1. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი)
2. სტივენ კარი (გოლდენ სტეიტი)
3. კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი)
4. კაირი ირვინგი (კლივლენდი)
5. დერიკ როუზი (ნიუ იორკი)

6. დუეინ უეიდი (ჩიკაგო)
7. კობი ბრაიანტი (ლეიკერსი)
8. ტიმ დანკანი (სან ანტონიო)
9. რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა)
10. ბენ სიმონსი (ფილადელფია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული