NBA-ს ვარსკვლავმა კარიერას ოჯახი არჩია

AutoSharing Option
"ნიუ ორლეან პელიკანსის" კალათბურთელმა ჯრიუ ჰოლიდეიმ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას თხოვნით მიმართა - ნება დართონ გაურკვეველი ვადით დატოვოს გუნდი და შეწყვიტოს კარიერა. 26 წლის მცველმა ეს გადაწყვეტილება მეუღლის ავადმყოფობის გამო მიიღო.

ჯრიუს ცოლმა ლორენმა ფეხმძიმობის დროს შეიტყო კიბოს ავადმყოფობის შესახებ. ამ მომენტისთვის, აშშ-ის ქალთა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფეხმძიმობის მერვე თვეშია.

"ჩემთვის ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კალათბურთი", - ასე ახსნა კარიერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ჯრიუ ჰოლიდეიმ.

უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებში, ლორენმა უნდა იმშობიროს, ექვსი თვის შემდეგ კი მას რთული ოპერაცია ელოდება.

ამ
მომენტისთვის, თითქმის მთელმა ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ შესთავაზა ჰოლიდეის ოჯახს დახმარება. და ცხადია, რომ ლორენის ჯანმრთელობით საუკეთესო ექიმები იქნებიან დაკავებულნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული