NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკი ლებრონს გაუთანაბრდა

AutoSharing Option
"ოკლაჰომა-სიტის" გამთამაშებელმა რასელ უესტბრუკმა 17 ქულა, 13 მოხსნა და 15 შედეგიანი პასი დააგროვა "დეტროიტის" წინააღმდეგ მატჩში. ეს იყო მისი 44-ე სამმაგი დუბლი კარიერაში. მცველი ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა "კლივლენდის" ლიდერს ლებრონ ჯეიმსს - ისინი ყველა დროის სიაში მეექვსე ადგილს იყოფენ. ამასთან, უესტბრუკს 44 სამმაგი დუბლის შესასრულებლად 605 მატჩი დასჭირდა, ჯეიმსს - 1000.

პირველ ადგილზე სამმაგი დუბლების რაოდენობით ოსკარ რობერტსონია - 181.

* * *
გუშინდელი დღის კიდევ ერთი გმირი აღმოჩნდა "გოლდენ სტეიტის" ფორვარდი კევინ დურანტი. მან პირადი რეკორდი დაამყარა - "მინესოტასთან"
მატჩში ექვსი დაფარება შეასრულა.

გარდა ამისა, დურანტის ანგარიშზე იყო 28 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი. ამით ის გახდა პირველი მოთამაშე "გოლდენ სტეიტის" ისტორიაში, ვინც ერთ მატჩში დააგროვა - მინიმუმ 25 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 5 დაფარება.

ვაშინგტონი-სან ანტონიო 100:112
22:23, 22:31, 32:36, 24:22
ვ: ბილი (25), უოლი (21), პორტერი (14+8 მოხსნა), მორისი (12), გორტატი (10+10 მოხსნა).
ს-ა: ოლდრიჯი (24+7 მოხსნა), პარკერი (20), ლენარდი (19), სიმონსი (15), მილსი (13), ა. გასოლი (8+10 მოხსნა).

შარლოტი-ნიუ იორკი 107:102
38:22, 20:25, 17:24, 32:31
შ: უოკერი (28), ლემბი (18+17 მოხსნა), კამინსკი (14), კიდ-გილკრისტი (11+8 მოხსნა), ზელერი (11+10 მოხსნა).
ნ-ი: პორზიგინსი (25), როუზი (18+8 მოხსნა+8 პასი), ენტონი (18+8 მოხსნა), ლი (14), ჯენინგსი (12+5 ჩაჭრა).

ოკლაჰომა-დეტროიტი 106:88
29:19, 27:27, 21:22, 29:20
ო: მოროუ (21), ოლადიპო (18), უესტბრუკი (17+13 მოხსნა+15 პასი), ადამსი (16+9 მოხსნა), კანტერი (12).
დ: ჰარისი (21), სმიტი (14), კოლდუელ-პოუპი (10), მორისი (10), დრამონდი (10+8 მოხსნა).

მაიამი-მემფისი 107:110
31:24, 18:27, 33:31, 25:28
მაი: უეიტერსი (28+6 პასი), რიჩარდსონი (15), უაიტსაიდი (15+12 მოხსნა), უილიამსი (13), ჯონსონი (12), მაკგრუდერი (11), ჯ. ჯონსონი (10).
მემ: მ. გასოლი (28+6 პასი), კონლი (21+7 პასი), უილიამსი (18), გრინი (12+7 მოხსნა), ალენი (11+8 მოხსნა).

გ. სტეიტი-მინესოტა 115:102
30:33, 26:15, 34:25, 25:29
გ-ს: კარი (34+8 მოხსნა+6 პასი), დურანტი (28+10 მოხსნა+5 პასი+6 დაფარება), ტომპსონი (23+6 მოხსნა).
მ: ლავინი (31), თაუნსი (18+9 მოხსნა), უიგინსი (16), ჯენგი (15+6 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტატიას სათაური შეუცვალეთ,
ლებრონს ვერავინ გაუთანაბრდება!!!! :)
giorgi
28 ნოემბერი 2016 11:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული