NBA. რეგულარული ჩემპიონატი: იდეალური კვირა ჰიუსტონისთვის

AutoSharing Option
"ჰიუსტონის მოგებათა სერია, ახალი კორექტიური ხელშეკრულება, უესტბრუკის 50-ე სამმაგი დუბლი და სხვა ამბები კვირის მიმოხილვაში

სერია
გასულ კვირას, ყველაზე გრძელი მოგებათა სერიები "მემფისსა" და "ჰიუსტონს" ჰქონდათ. და ამ ორიდან სერიის შენარჩუნება "როკეტსმა" შეძლო, რაც რთული არ უნდა ყოფილიყო მეტოქეებიდან ("ბრუკლინი", "საკრამენტო", "ნიუ ორლეანი" და "მინესოტა") გამომდინარე. ჯერჯერობით, მაიკ დ'ენტონის გუნდისთვის დეკემბერი იდეალურად მიმდინარეობს.
ჯეიმს ჰარდენი ცდილობდა არ ჩამორჩენოდა რასელ უესტბრუკს და ორი სამმაგი დუბლი შეასრულა. კვირის ყველაზე რთულ მატჩში "მინესოტას" წინააღმდეგ (გუნდები ოვერტაიმში გადავიდნენ), ჰარდენს ერთი მოხსნა არ ეყო მესამე
ტრიპლ-დაბლამდე.

რეკორდი
წელს, "გოლდენ სტეიტმა", როგორც იქნა, მიიღო ღირსეული მოწინააღმდეგე სამქულიანების სროლის მხრივ. გასულ სეზონში, "ჰიუსტონმა" ორი შესანიშნავი სნაიპერი დაიმატა: რაიან ანდერსონი და ერიკ გორდონი, რომლებიც შორიდან 40 პროცენტის სიზუსტით ისვრიან. მათ ემატებიან ჯეიმს ჰარდენი, ტრევორ არიზა და პატრიკ ბევერლი.
ეს ყველაფერი "ჰიუსტონს" ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გუნდად აქცევს პერიმეტრზე და ეს კარგად დავინახეთ "ნიუ ორლეანთან" მატჩში. ამ შეხვედრაში "რაკეტებმა" 24 შორეული ტყორცნა გამოიყენეს, რაც NBA-ის ახალი რეკორდია.

უესტბრუკი
"ოკლაჰომას" ლიდერს მორიგი მიღწევა ჰქონდა - მას კარიერაში 50 სამმაგი დუბლი დაუგროვდა. სეზონის ერთი მესამედი ნაწილის გასვლის შემდეგ, რასელს 13 სამმაგი დუბლი აქვს, რაც ყველა წინა რეგულარული ჩემპიონატის საერთო მაჩვენებლის 35 პროცენტია. მარტივი მათემატიკის მიხედვით, თუ უესტბრუკი მიმდინარე ტემპს შეინარჩუნებს, შეიძლება თამამად ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ერთ სეზონში უესტბრუკი იმდენ სამმაგ-დუბლს შეაგროვებს, რამდენიც წინა რვა ჩემპიონატში ჰქონდა.

შეთანხმება
გასული კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა არ უკავშირდება უშუალოდ მატჩებს. ეს მოვლენა არის ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება ლიგასა და მოთამაშეთა პროფკავშირებს შორის. ფორმალურად, მხარეებმა საკუთარი ხელმოწერები 13 იანვრამდე უნდა დასვან. ნაკლებად სავარაუდოა, უსიამოვნო სიურპრიზები მოხდეს. ახალი გარიგების ძირითადი პუნქტები აკმაყოფილებთ როგორც ლიგას, ასევე მოთამაშეებს. ასე რომ, ლოკაუტი თითქმის გამორიცხულია.

დანაკარგი
კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც არ ეხება შედეგებსა და ციფრებს, 15 დეკემბერს მოხდა. ლეიკოზთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ექსტრავაგანტული რეპორტიორი კრეიგ საგერი.

ტრავმა
მუხლებთან დაკავშირებით ბლეიკ გრიფინის პრობლემები დიდი ხანია ცნობილია. ამ რამდენიმე დღის წინ, "კლიპერსის" ლიდერის სამედიცინო ისტორიაში ახალი ჩანაწერი გაჩნდა. ამერიკელმა რეპორტიორებმა დაწერეს, რომ "კლიპერსის" ფორვარდს "მცირე ოპერაცია" დასჭირდება. რა იგულისხმება ამ ფორმულირებაში, ბოლომდე გასაგები არ არის, თუმცა ჩნდება ინფორმაცია, რომ გრიფინი იანვარში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

დებიუტანტი
თუ ჯანმრთელობა საშუალებას მისცემს და სერიოზულ ტრავმებს აიცილებს თავიდან, ჯოელ ემბიდი მრავალი წლის განმავლობაში "ფილადელფიას" ლიდერად ჩამოყალიბდება. თითქმის ასი პროცენტით შეიძლება იმის თქმა, რომ ემბიდი ამ სეზონის საუკეთესო დებიუტანტი გახდება და დაეხმარება "სიქსერზს" - გადალახოს გამარჯვებათა შარშანდელი რაოდენობა (10 მოგება). ორი დღის წინ, კამერუნელმა შედეგიანობის პირადი რეკორდი განაახლა, რამაც საშუალება მისცა "ფილდელფიას" - რეგულარულში მეშვიდე გამარჯვებისთვის მიეღწია.

დაბრუნება
მაიკ კონლი იმაზე ორჯერ უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდა, ვიდრე ამას "მემფისის" სამედიცინო შტაბი ვარაუდობდა. კარგი ამბავია "გრიზლისისთვის", რომელსაც უკვე გაუსწრო "იუტამ" და მზად არის იგივე გააკეთოს "ოკლაჰომა-სიტიმაც".

უფრო ბევრს ელოდნენ "ტაირიკ ევანსის დაბრუნებისგან. სიმართლე რომ ითქვას, "ნიუ ორლეანს" მინიმალური შანსი აქვს იმისთვის, რომ პლეი ოფში გააღწიოს, მაგრამ თუ "პელიკანსის" ლიდერები ჯანმრთელები დარჩებიან, სასწაულის მცირე შანსი მაინც იარსებებს.

***
"ჰოუსტონ როკეტსისა" და "ტორონტოს" წარმატებებმა ამ კლუბების კალათბურთელები, დემარ დეროზანი და ჯეიმს ჰარდენი კვირის მოთამაშეებად აქცია.

აღმოსავლეთის კონფერენციაში დეროზანი გამოარჩიეს, რომელმაც გუნდს 4 მატჩში 3 გამარჯვება მოაპოვებინა. იგი გასულ კვირაში საშუალოდ 31.5 ქულას, 4.5 მოხსნასა და 3.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. მის ანგარიშზეა ოთხმატჩიანი სერია 30 და მეტი ქულით.

დასავლეთის კონფერენციაში კი "ბაბუაწვერა" დომინირებდა, რომლის თანაგუნდელებმაც ოთხივე მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს. იგი საშუალოდ 27 ქულას, 12.8 პასსა და 9.8 მოხსნას აგროვებდა. ჰარდენი "ჰიუსტონის" ისტორიაში ყველაზე მეტი სამმაგი დუბლის ავტორია.

საუკეთესოობის პრეტენდენტები იყვნენ კევინ დურანტი, ბლეიქ გრიფინი, კრის პოლი, დემიან ლილარდი და რუდი გობერი.

ლავი და კაპელა დაიმტვრნენ
"კლივლენდის" მძიმე ფორვარდი კევინ ლავი გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება. მან "ლეიკერსთან" შეხვედრისას მუხლი დაიზიანა და მატჩის დასრულება ვერ შეძლო.
ექიმების თქმით იგი მალე დაუბრუნდება მოედანს.
გაცილებით მძიმეა "ჰიუსტონის" ცენტრის კლინტ კაპელას ტრავმა. მას წვივის მოტეხილობა აქვს - "მინესოტასთან" მატჩში კლინტი თაუნსს შეეჯახა და 6 კვირა მოუწევს დასვენება.
კაპელა ამ სეზონში საშუალოდ 12 ქულასა და 8 მოხსნას აგროვებს.

"ოლ სტარის" გამოკითხვა, ახალი წესებით, 25 დეკემბერს დაიწყება
NBA-ს "ოლ სტარში" კალათბურთელთა შერჩევის წესებში ცვლილებები შევიდა. მასში მონაწიეობას გულშემატკივრების გარდა მიიღებენ კალათბურთელები და ჟურნალისტები.
ქომაგთა წილი 50 პროცენტი იქნება, დანარჩენ 50 პროცენტს კი ჟურნალისტები და კალათბურთელები გაიყოფენ.
"ოლ სტარის" გამოკითხვა 25 დეკემბერს დაიწყება.

დეშაუნ სტივენსონმა კარიერა დაასრულა
35 წლის უკანახაზელმა დეშაუნ სტივენსონმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. მან ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში 13 სეზონი გაატარა, თამაშობდა "იუტაში", "ორლანდოში", "ვაშინგტონში", "დალასში", "ნიუ ჯერსისა" და ატლანტაში". სწორედ ამ უკანასკნელში მოუწია სტივენსონს, ჩვენიანი ზაზა ფაჩულიას გვერდით თამაში.

ინდიანა-ვაშინგტონი 107:105
29:36, 28:21, 31:22, 19:26
ი: ჯორჯი (27 + 9 მოხსნა), ტიგი (23 + 10 პასი), ტერნერი (20 + 8 მოხსნა + 5 დაფარება), იანგი (12 + 11 მოხსნა), მაილზი (10), ჯეფერსონი (10)
ბ: ბილი (22), გორტატი (21 + 13 მოხსნა), უოლი (19 + 10 პასი), პორტერი (17 + 9 მოხსნა), იბრე (5 + 7 მოხსნა)

ჩიკაგო-დეტროიტი 113:82
35:19, 34:15, 28:29, 16:19
ჩ: ბატლერი (19 + 6 პასი), გიბსონი (16), ლოპესი (14), უეიდი (13), რონდო (10 + 8 მოხსნა + 14 პასი), მაკდერმოტი (13), მიროტიჩი (13)
დ: ჰარისი (10), დრამონდი (9), ლუერი (16), სმიტი (4 + 7 პასი)

ოკლაჰომა-ატლანტა 108:110
16:22, 37:26, 25:33, 30:29
ო: ვესტბრუკი (46 + 11 მოხსნა + 7 პასი), რობერსონი (14), ადამსი (6 + 9 მოხსნა), გრანტი (15), კანტერი (8 + 7 მოხსნა)
ა: შრიოდერი (31 + 8 პასი), მილსეპი (30 + 11 მოხსნა), სეფოლოშა (15), ბეიზმორი (12 + 6 პასი)

მინესოტა-ფინიქსი 115:108
29:23, 33:31, 29:33, 24:21
მ: ტაუნსი (28 + 15 მოხსნა), უიგინსი (26), ლავინი (23), ჯენგი (10 + 9 მოხსნა), რუბიო (8 + 12 პასი)
ფ: ბლედსოუ (27), ბუკერი (18), ჩენდლერი (9 + 12 მოხსნა), ნაითი (21), დადლი (12), ბარბოსა (10)

დენვერი-დალასი 117:107
28:31, 32:27, 33:27, 24:22
დენ: იოკიჩი (27 + 14 მოხსნა + 9 პასი), ჰარისი (24), მიდუაი (18 + 7 პასი), ჩენდლერი (17 + 8 მოხსნა), გალინარი (14), ბარტონი (11)
დალ: უილიამსი (23 + 8 პასი), ბარნსი (17), კარი (14), ბარეა (11), პაუელი (11 + 9 მოხსნა)

აღმოსავლეთი
ად გუნდი მ წ %
1 კლივლენდი 19 6 .760
2 ტორონტო 19 8 .704
3 ბოსტონი 15 12 .556
4 შარლოტი 15 13 .536
5 მილუოკი 13 12 .520
6 ნიუ იორკი 14 13 .519
7 ჩიკაგო 14 13 .519
8 ინდიანა 15 14 .517
9 ატლანტა 14 14 .500
10 დეტროიტი 14 16 .467
11 ვაშინგტონი 12 15 .444
12 ორლანდო 12 17 .414
13 მაიამი 9 19 .321
14 ბრუკლინი 7 19 .269
15 ფილადელფია 7 20 .259

დასავლეთი
ად გუნდი მ წ %
1 გოლდენ სტეიტი 24 4 .857
2 სან ანტონიო 22 5 .815
3 ბოსტონი 21 7 .750
4 კლიპერსი 20 8 .714
5 იუტა 18 10 .643
6 მემფისი 18 11 .621
7 ოკლაჰომა 16 12 .571
8 პორტლენდი 13 16 .448
9 დენვერი 12 16 .429
10 საკრამენტო 10 17 .370
11 ლეიკერსი 11 19 .367
12 ნიუ ორლეანი 9 20 .310
13 მინესოტა 8 19 .296
14 ფინიქსი 8 20 .286
15 დალასი 7 21 .250

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დასავლეთ კონფერნციაში, ჰიუსტონ როკეტში გააქრეთ? ბოსტონს რაუნდა დასავლეთში ოეეე...
ოლააა
12:05 21-12-2016
0

სიახლეები პოპულარული