NBA. რეგულარული სეზონი: ვესტბრუკის ტრიპლ-რეკორდები

AutoSharing Option
რასელ ვესტბრუკმა კარიერაში 52, ხოლო ამ სეზონში მე-16 სამმაგი დუბლი გაიფორმა, რითაც "ოკლაჰომა სიტის" "მაიამის" ძლევაში დაეხმარა.

29 ქულა, 17 მოხსნა, 11 პასი - ასეთი იყო რასელის მონაგარი, რასაც უამრავი რეკრდი ახლდა:

მან "ტრიპლ-დაბლი" 23:51 წუთში მოაგროვა, რაც ყველაზე სწრაფ სამმაგებს შორის მესამე მაჩვენებელია.

ეს მეექვსე ტრიპლია, რომელიც ვესტბრუკმა სამ პერიოდში მოასწრო.
კალენდარულ წელიწადში მოგროვილი სამმაგი დუბლებით (30) "ოკლაჰომას" ლიდერი NBA-ს ისტორიაში მეორეა. პირველია ოსკარ რობერტსონი.

რასელ ვესტბრუკს "მაიამის" ძლევაში დიდად დაეხმარნენ ცენტერები ენეს კანტერი (19 ქულა) და სტივენ ადამსი
(15). მათი დამსახურებაა, სამწამიანი ზონიდან ჩაგდებულ ქულებში "ოკლაჰომას" დიდი უპირატესობა რომ ჰქონდა - 58:32.

სამქულიანი გასოლი
"ბოსტონმა" "მემფისს" უმასპინძლა და ბოლო 7 მატჩში მეექვსედ მოიგო, რაც, რა თქმა უნდა, ტანდაბალი აიზია ტომასის დამსახურებაა. მან 21 ქულა ჩააგდო და ზედიზედ ჩატარებული 20+ მატჩების რაოდენობა 16-მდე გაზარდა. ამ მაჩვენებლით ტომასმა ჩიკაგოელ ჯიმი ბატლერს გაასწრო.

"ბოსტონს" მარკ გასოლი ფაქტობრივად, მარტო ებრძოდა. მან სამი სამქულიანი ჩააგდო და ამ სეზონში 49 რეალიზებული სამიანი მოუგროვდა. აქამდე მისი რეკორდი სეზონში მხოლოდ 3 სამქულიანი იყო. 49 უკვე გუნდური რეკორდია: "მემფისის" ცენტრებს (მათ შორის მარკის ძმას, პაუ გასოლის) ამ სეზონამდე ჯამში 36 ზუსტი სამქულიანი ჰქონდათ.

"როკეტსმა" "დალასს" მეოთხეც მოუგო
ამ სეზონში "ჰიუსტონი" და "დალასი" მეოთხედ შეხვდნენ და ამჯერადაც გამარჯვება ჰიუსტონელებს დარჩათ. მათ საქმე მეორე პერიოდში მოითავეს, როდესაც 16:0 გაქცევა მოაწყვეს.

ერთ სეზონში "როკეტსს" "დალასი" ოთხჯერ 1997-98 წლების სეზონის შემდეგ არ დაემარცხებინა. წარმატება, ჯეიმს ჰარდენის დამსახურებაა, რომელმაც ისტორიაში პირველმა გადალახა 30-ქულიანი, 10-მოხსნიანი და 5-პასიანი ბარიერი 30 წუთში.

ინგლსის გამარჯვების კუთხური
"ლეიკერსი"-"იუტას" დაპირისპირებაში ბოლო წამებზე ლამაზი ანგარიში ენთო - 99:99. თუმცა, მატჩის ასე დასრულება და ოვერტაიმში გადაყვანა ჯო ინგლსმა არ ისურვა - მეტოქის ნახევარზე, სამქულიანი რკალის კუთხესთან ბურთი მიიღო, დაუფიქრებლად სტყორცნა და "იუტას" სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.
მატჩის ბომბარდირი გორდონ ჰეივორდი გახდა - 31 ქულა.

ბოსტონი-მემფისი 113:103
28:24, 28:24, 28:29, 29:26
ბ: ბრედლი (23 + 7 მოხსნა), ტომასი (21 + 7 პასი), კრაუდერი (17 + 7 მოხსნა), ჰორფორდი (11), ჯონსონი (4 + 10), გრინი (19), სმარტი (13 + 6 პასი)
მ: გასოლი (26 + 9 პასი), ალენი (17 + 8 მოხსნა), ჰარისონი (12 + 6 პასი), ენისი (11), რენდოლფი (16 + 10 მოხსნა)

მაიამი-ოკლაჰომა 94:106
19:33, 29:28, 21:26, 25:19
მ: რიჩარდსონი (22), უაითსაიდი (12 + 8 მოხსნა), ჯ. ჯონსონი (16), ჯონსონი (15)
ო: ვესტბრუკი (29 + 17 მოხსნა + 11 პასი), ადამსი (15 + 8 მოხსნა), კანტერი (19 + 8 მოხსნა), არბინესი (14), გრანტი (10)

დალასი-ჰიუსტონი 107:123
31:31, 16:35, 27:32, 33:25
დ: ბარნსი (21), მეტიუზი (19), ნოვიცკი (7), უილიამსი (6 + 6 პასი), ანდერსონი (13 + 8 მოხსნა), პაუელი (13), კარი (11)
ჰ: ჰარდენი (34 + 11 პასი), ანდერსონი (22), ნენე (12 + 8 მოხსნა), არიზა (9 + 7 მოხსნა), გორდონი (13), დეკერი (9 + 11 მოხსნა)

ლეიკერსი-იუტა 100:102
25:28, 27:20, 22:24, 26:30
ლ: რენდლი (25 + 12 მოხსნა), დენგი (9 + 9 მოხსნა), უილიამსი (22), კლარკსონი (12), რობინსონი (10)
ი: ჰეივორდი (31 + 9 მოხსნა), გობერი (12 + 11 მოხსნა), ინგლსი (13), ჯონსონი (10), დიაო (10)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული