10:47 31-05-2016
NBA-ს მეორე ფინალისტის ვინაობა ცნობილია [VIDEO]
AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტმა" "ოკლაჰომას" უმასპინძლა და ანგარიშით 96:88 დაამარცხა. ამ მატჩით მასპინძლებმა სერიაში საბოლოოდ 4:3 მოიგეს და ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდს" შეხვდებიან.
რაც შეეხება შეხვედრას, "გოლდენ სტეიტს" სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც ყველაზე მეტი, 36 ქულა მოაგროვა, რასაც 8 პასი და 5 მოხსნა მიამატა. კლეი ტომპსონმა საკუთარ გუნდს 21 ქულა და 5 მოხსნა შესძინა.
ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი ოკლაჰომელი რასელ ვესტბრუკი გახდა, რომელმაც 19 ქულა, 13 პასი და 7 მოხსნა მოაგროვა. კევინ დურანტის ანგარიშზე კი 27 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასია.
NBA-ს ფინალური სერია 3 ივნისს, გამთენიისას დაიწყება. "გოლდენ სტეიტი" "კლივლენს" უმასპინძლებს.
გოლდენ სტეიტი-ოკლაჰომა 96:88
(19:24, 23:24, 29:12, 25:28)
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რომელმაც გინდა მოიგოს,მთავარია რომ მაგარი თამაშები გველოდება წინ....
0
0
ლებრონს ჩაახტება 4-2 კარი-კლეი როგორც შარშან ;)
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული