გერმანიამ დრამატულ მატჩში ლატვია დაამარცხა

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიამ ლატვია 81:79 დაამარცხა.

ლატვიამ მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. სამი მეოთხედი თანაბარი თამაში იყო. მეოთხე პერიოდში გერმანია წინ გაიჭრა. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე 10 ქულით იგებდა, მაგრამ ბოლოს ლატვიელებმა ანგარიშის 2 ქულამდე შემცირება შეძლეს. საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე დავის ბერტანსმა სამქულიანი ვერ ჩააგდო და ნახევარფინალში გერმანია გავიდა.

24 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არტურ ჟაგარი გახდა. გერმანელთაგან ფრანც ვაგნერმა 16 ქულა ჩააგდო.

ნახევარფინალში გერმანია აშშ-ს შეხვდება, რომელმაც იტალიას დამაჯერებლად სძლია (100:63).

მკითხველის კომენტარები / 2 /
აი ვისთვის იყო ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი!!! უყურეთ ამ ნაკრებს და ისწავლეთ თამაში! ვენესუელასთან მოგების მერე რომ ორ მეტრიანი ენები გამოიბეს
ვახტანგ კვირკველია
06 სექტემბერი 2023 21:52
7
აი რატომ იყო ისტორიული და შედარება სრულად უაზროა, უადგილოა ..

https://sportall.ge/skhva-sakheobebi/chogburthi/158619-evrobasketze-germania-me-3-adgils-daeufla-polonuri-zghapari-umedlod-dasrulda.html
მახვილი თვალი
07 სექტემბერი 2023 10:13
0

სიახლეები პოპულარული