უდიდესი სენსაცია - საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატიდან აშშ გამოთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალში საფრანგეთის ნაკრებმა აშშ-ის ნაკრები სენსაციურად, ანგარიშით 89:79 დაამარცხა და ნახევარფინალში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

პირველი მეოთხედი ფრედ დასრულდა - 18:18. მეორე მეოთხედში უპირატესობა საფრანგეთის ნაკრებს ჰქონდა და 6-ქულიანი სხვაობით აჯობა აშშ-ს - 27:21.

მესამე მეოთხედი კი ამერიკელების გამარჯვებით დამთავრდა (27:18) და 3 ქულით დაწინაურდნენ - 66:63. თუმცა, ბოლო მეოთხედში შესანიშნავად ითამაშეს ფრანგმა კალათბურთელებმა და 26:13 დაამარცხეს ფავორიტები.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ამერიკელმა დონოვან მიჩელმა მოაგროვა - 29. ქულების გარდა, მიჩელმა 5-ჯერ მოხსნა ბურთი და 4
შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მარკუს სმარტმა 11 ქულა ჩააგდო, ხოლო კემბა უოლქერმა - 10.

საფრანგეთის ნაკრების ლიდერი ქულებით ივან ფურნიე იყო, "მამლების" 10-მა ნომერმა საკუთარ გუნდს 22 ქულა მოუტანა. შესანიშნავი იყო რუდი გობერი. "იუტა ჯაზის" ცენტრმა 21 ქულა მოიპოვა და 16-ჯერ მოხსნა ბურთი. 18 ქულა მოაგროვა ნანდო დე კოლომ, ხოლო ფანკ ტილიკინამ 11 ქულა ჩააგდო.

მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში. ჩინეთი
აშშ-საფრანგეთი 79:89
(18:18, 21:27, 27:18, 13:26)
მკითხველის კომენტარები / 13 /
არაფერი უდიდესი არაა ამ ფაქტში. ეს არის ამერიკის რიგით მე- 1489473548 ნაკრები.
შეტევა
12 სექტემბერი 2019 13:53
1
მე საფრანგეთი მქონდა აღებული :)
p
12 სექტემბერი 2019 12:52
0
ამერიკის ვარსკვლავებს მსოფლიო ჩემპიონატი სულ ახატიათ რაა,მაგათთვის ასჯერ მნიშვნელოვანია NBA-ს დაწყებამდე კარგად დაისვენონ და მოემზადონ სეზონისათვის სადაც ასეულობით მილიონ დოლარს გამოიმუშავებენ.ასე რომ...
მე
12 სექტემბერი 2019 11:24
1
რატომ არის სენსაცია? თანაც უდიდესი სენსაცია? ეს საფრანგეთი ამ შემადგენლობის აშშ-ს 10-დან 7-ს მოუგებს. სენსაცია კი მაშინ შეიძლება უწოდო, როცა 10-დან 1 შანსი აქვს.
...
12 სექტემბერი 2019 09:37
0
ძალიან გაზვიადებული ნათქვამია,,, 10-7 ბევრია,ცოტა დააკელი,10-3 შეიძლება,თან არ დაგავიწყდეს საფრანგეთი ავსტრალიასთან დამარცხდა
'''''''
12 სექტემბერი 2019 10:36
0
Udidesi sensacia imistvisaa vinc kalatburti martois gaugia ro amerika zlieria.....saerod araa sensacia amerika ro wels ver moigebda eg uejveli iyo aseti susti shemadgrnloba mgoni arasdros gamouyvania....
Avto
12 სექტემბერი 2019 05:03
0
რა სენსაცია ეს იყო? ამ ამერიკას რატო უნდა მოეგო რამე? თურქებს ძლივს მოუგეს
gagi
12 სექტემბერი 2019 02:49
0
და 78:82 ამერიკელების შეტევაზე ფრანგები არ დაჯარიმდნენ ხელში რომ ჩაარტყა ბურთის ნაცვლად სროლის დროს?
???
12 სექტემბერი 2019 02:05
1
ღირსები არიან ამერიკელები, მესამე შემადგენლობა რომ გააგზავნეს აბა რა ეგონათ? ახლა ისწავლიან ჭკუას და ოლიმპიადაზე ნორმალურ ნაკრებს გააგზავნან.
Geo_Dinamo
12 სექტემბერი 2019 00:57
1
ზანგებმა ზანგებს მოუგეს, საფრანგეთმა გაიმარჯვა...
მ ი მ ი ნ ო
11 სექტემბერი 2019 17:55
13
ხვიჩა სიჩქარის ბრალია ალბათ...,ჩინეთი
უბრალოთ გამიტყდა ასეთი დიდებული მწვრთნელი ლეგენდა ამერიკული და მსოფლიო კალათბურთის, დამარცხდა თითქმის უსახელო კოლესთან,მაგრამ ეხლა უკვე სახელიანთან! თან 10 ქულით მოუგო აშშ-ს ეს არაა ურიგო შედეგი! ყოჩაღ ფრანგებს! ნეტა თუ მოვესწრები იმ დღეს საქრთველოს ნაკრები რომ დადებს ასეთ შედეგს?
gogia
11 სექტემბერი 2019 17:20
0

სიახლეები პოპულარული