ზედიზედ მე-15 წაგება.. ტეხასში კალათბურთის მხოლოდ მოგონებები დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 13 მარტს "იუტა ჯაზმა" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და 15 ქულიანი სხვაობით, 114:99 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში დონოვან მიტჩელმა მორიგი კარგი შეხვედრა გამართა. დონოვანის ანგარიშზე 28 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.

რუდი გობერმა გუნდს 14 ქულა, 13 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 6 დაფარება შესძინა.

ტეხასელთა რიგებში კევინ პორტერ ჯუნიორი გამოირჩა, რომელმაც თავი 27 ქულით, 3 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2
დაფარებით გამოიჩინა.

28 გამარჯვებითა და 9 მარცხით "იუტა" დასავლეთ კონფერენციასა და ზოგადად ლიგას ლიდერობს, რაც შეეხება "ჰიუსტონს", 11 მოგება და 25 მარცხით გუნდი ამავე კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს.

"ჯაზი" მომდევნო მატჩს 15 მარტს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ გამართავს, "ჰიუსტონი" ამავე რიცხვში "ბოსტონს" დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული