საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
8.8 წამი დარჩენილი ჩვენი შეტევაა და ზუროსი არ იღებს ტაიმაუტს. ესე იგი კომბინაციის დალაგების გარტყმაში არაა.
იკა
29 აგვისტო 2023 06:47
1
ანდრონიკაშვილმა რამდენჯერმე მნიშვნელოვან დროს დაკარგა ბურთი და მაგდროს გაგვექცნენ. სროლებიც არ უვარგა, თუ არ მისდის - მერე რა რომ ნიჭიერია, და თუ ნიჭიერია სად ჩანს მისი ნიჭიერება - ამიტომ ნაკრებისთვის და ფლეიოფებისთვის ჯერ მზად არ არია. სანაძეც არ არის ნაკრებისთვის და ალბათ ერთ-ერთი უარესი კალათბურთელია, საკმაოდ ნელი და არაზუსტი. ზუროსიც საშუალო დონის მწვრთნელია, დარწმუნებული ვარ ამ მსოფლიოს შემდეგ დავემშვიდობებით.
ლაშა
29 აგვისტო 2023 02:55
3
მაცადეთ გაგიასნოთ-ს

კი გვსმენია მაგ ჩამოთვლილი ქვეყნების და ავა ერთი მითხარი ამ მსოფლიოზე რატომ ვერ არიან ეგ ხორვატია ან ისლანდია? იქნებ ერთ კვირაში მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში რომ დაიწყება იქ იქნებიან? ჰაა გამეცი პასუხი. მერე რაგბში დაეტოლებით პატარა ფიჯის და ის კი გავიწყდებათ ან არც იცით ფიჯი, სამოა და ტონგა 90-იანებიდან გამოდიოდნენ მსოფკიო რაგბის ფორუმზე. მაშინ იმ 96-97 წლებში საქართველომ ნიდერლანდებთან 0-55 წააგო და ახლა დათვალეთ რამხელა პროგრესი გვაქვს რაგბში. კალათბურთშიც იგივეა დაახლოვებით პროგრესი. ვისაც არ გახსოვთ სად ვიყავით 90-იანებში და სად ვართ ეხლა, ძნელია რამე დაინახოთ. ევროპწზე გასვლა ახლა ჩვეუკებრივი რამეა, არა და ერთი გუნდიც არ გვყავს რომელიც საერთაშორისო სარბიელზე გამოდის.
G.LA
29 აგვისტო 2023 00:59
10
ევროპაზე და მსოფლიოზე გასვლა ჩვეულებრივი იმიტომ გახდა, რომ გუნდების რაოდენობა გაიზარდა,პლიუს რუსეთია დისკვალიფიცირებული, და არა იმიტომ რომ კალათბურთი ვითარდება საქართველოში, ან ასაკობრივ არ ადევნებ თვალს? რაგბისთან ამის შედარება სრული დილეტანტიზმია!
ირაკლი
29 აგვისტო 2023 03:02
5
თუ მოვიგეთ გასაგები გავდივართ, თუ წავაგეთ და წააგო კაპე-ვერდემაც, მაშინ ჩვენ სამს საქარტველოს, ვენესუელას და კაპეს გვექნება თითო მოგება და ქულები დაითვლება ჩვენ სამში ჩვენ ახლა გვაქვს +25, ვენესუელას -6 და კაპეს -19, არ უნდა წავაგოთ 16 ქულით(ან მეტით) რასგან ასეთ დროს ჩვენ გვექნება +9 და ვენესუელას +10 და გვაჯობებენ, მოკლედ რა სასწაული თუ არ მოხდა გასულები ვართ.
giogis
29 აგვისტო 2023 00:22
2
კლასში აშკარად ჩამოვრჩებოდით მეტოქის ფარზე სამჯერ მოხსნილ ბურთს რომ ვერ ჩააგდებ რაზეა საუბარი, ორიდან ორი საჯარიმო მგონი არც ერთ კალათბურთელს არ ჩაუგდია რას ვიზამთ რაც ვართ ეს ვართ წარმატებას გისურვებთ ვენესუელასთან და პლეიოფში მეტ სიზუსტეს და გამბედაობას თავგანწირვა არ გაკლიათ ისედაც...აბა თქვენ იცით...
912
29 აგვისტო 2023 00:15
0
არ მჯერა-მეთქი შენგელიას კაპიტნობის და ვერ იკაიფა სასტავმა :)) კაი სერიოზულობა გაკლია, თამაშში 1 მოძრაობის მეტი იცი, ეს ამხელა თმა რაღა ჯანდაბაა შეკაიკაცო :)
odala
29 აგვისტო 2023 00:11
10
აი ნახავთ ვენსუელასაც მოვუგებთ, ავტრალა/გერმანიასაც მოვუგებთ, იმის იქითაც ვინც შეგვხვდება იმატაც მოვუგებთ. ზუროს ტექნიკუ ფოლს არარ მიირებს, სანაძე/ცინცაძე.მაკფადესნი სამულიანებს ჩააგდებენ, შერმადინი/ბითაძე ცეტრში ბურთს მოიგებენ და კალატს გაარტყამენ, სანდონიკაშვილი ზუსტ პასს გააკეთებს, შენგელია ფარქვეშ შევა, მსაჯები ობიეტურად განსჯიან....

ვისაც გვჯერა გაგვატარეთ :)
ოპტიმისტი
29 აგვისტო 2023 00:08
5
სპორტალ , დინამოს შესახებ და მისი გაბანძების შესახებ წერა აკრძალული გაქვთ და კომენტარების გამოქვეყნებაც აგიკრაძალეს ??
ATP 16
28 აგვისტო 2023 23:15
1
თავიდანვე დამარცხებულის მენტალიტეტით გამოვიდნენ მოედანზე,არადა,არანაირად ჩვენი კალათბურთელები სლოვენიელებზე ნაკლე
ბი არ არიან.შეშინებულები და თვითკმაყოფილები თამაშობენ,აქაოდა მსოფლიოს ჩეპიონატზე მოვხ დითო,ნერვები მეშლება როცა ჩვენი კალათბურთელები მეტოქეს ეფერებიან,წაიქცევა სლოვენიელი და ეგრევე წამოდგომაში ეხმარებიან,რატომ არის რომ ნბა-ში ასეთ რამეს ვერ ნახავ,მხოლოდ საკუთარი თანაგუნდელი თუ წამოგაყენებს.იმიტომ რომ ეს ფსიქოლოგიურად არაა გამართლებული,არანაირი სენტიმენტები,ლომი უნდა იყო,ლომი.ძალიან ძლიეეი კალათბურთელები არიან,ერთადერთი მენტალობაში,შემართებაში,ფსიქოლოგიაში მოიკოჭლებენ,საკუთარი თავის რწმენა აკლიათ.
დავითი
28 აგვისტო 2023 23:08
2
დასაწყისში ათი ქულით ვაგებდით, პირველი მეოთხედი ერთი ქულით მოვიგეთ, შემდეგ რა მოხდა, რისი ბრალი იყო ამას გაარჩევენ და იმედი ვოქონიოთ, რომ, ყოველ შემთხვევაში ვენესუელას მოვუგებთ!
დანარჩენზე მერე…
თემური
28 აგვისტო 2023 23:05
0

სიახლეები პოპულარული