საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან 21 ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდა და 67:88  დამარცხდა.

პირველ მეოთხედში ქართველმა კალათბურთელებმა ცუდად დაიწყეს და სლოვენია 14:2 გაიქცა, თუმცა ილიას ზუროსის შეგირდებმა ნელ-ნელა მოუმატეს და ტაიმი 17:16 მოიგეს.

მეორე მეოთხედშიც თამაში ქულა-ქულაში წავიდა. შესანიშნავი იყო კახა ჯინჭარაძე, რომელმაც მიყოლებით 2 სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ ამის შემდეგ ცუდი მონაკვეთი დაიწყო და სლოვენიაც 12 ქულით გაგვექცა.

მესამე მეოთხედში ილიას ზუროსმა სასტარტო ხუთეული შეცვალა, პარკეტზე ცინცაძე, მაკფადენი, მამუკელაშვილი, შენგელია და ბითაძე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და
საწყის 4 წუთში სხვაობა 7 ქულამდეც ჩამოვიყვანეთ. 4:39 წუთით ადრე თორნიკე შენგელია ცუდად დახტა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა მალევე მოახერხა უკან დაბრუნება. საბოლოოდ, მეოთხე მეოთხედის წინ სლოვენია 13 ქულით დაწინაურდა.

მეოთხე მეოთხედიც მათი 2 სამქულიანით გაიხსნა და სხვაობა მატჩში რეკორდული, 19-ქულიანი გახდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 21 ქულა, 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სლოვენიელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა თავი 34 ქულით, 10 მოხსნით, 6 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას 30 აგვისტოს, ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 118 /
შენგელია&შერმა...არ გრცხვენიათ ბიჭო? ბავშვები გიყურებენ...ჟილკა დაგავიწყდათ რა არის?!
გივი
28 აგვისტო 2023 21:13
4
არა მეგობარო, მე არ მიგულისხმია ის, რასაც თქვენ წერთ. თორნიკე რომნარის ლიდერი და შერმა შერმაა, მაგიტომ გამიჩნდა გულისტკენა. მათ უნდა გაქაჩონ და წაიყვანონ თამაში. შეიძლება არ წაუვიდეთ იმ დღეს ამ დღეს, მაგრამ ჯიგარი არ უნდა დაიზოგოს. არ ჩანს ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან ეგ ჯერ. ბოდიში, თუ ვერ გადმოვეცი აზრი სწორედ.
გივი
29 აგვისტო 2023 02:48
0
შენგელია რომ არა მსოფლიოზეც ვერ გავიდოდით ჯიგარო. ამდენი წელი რომ ათრევს ნაკრებს შენგელია იმას რატომ ვერ ამჩნევ. აქამდე თოკო მაგარი კალათბურთელი და ჟილკიანი იყო და ახლა გახდა უვარგისი და უჟილკო? სამწუხაროა, რომ ჩვენ, ქართველებმა, ერთ წუთში ვიცი ყველაფერი კარგის გადახაზვა.
კაკა
29 აგვისტო 2023 00:58
1
ყველა გამოხმაურება
კაბო-ვერდემ თუ მოუგო სლოვენიას და ჩვენ — ვენესუელას, სამ გუნდს (სლოვენიას, საქართველოს და კაბო-ვერდეს ექნებათ ოთხ ოთხი ქულა, და მერე დათვლიან ბურთების სხვაობას. ასე რომ, ანდრონიკაშვილს კი არ უნდა დაემთავრებინა თამაში 15 წამით ადრე, არა ეს უნდა შეეცადა შეემცირებინა ბურთების სხვაობა.
კოტე
28 აგვისტო 2023 20:44
7
სისულელეა მაგაზე ფიქრი რა უნდა მოიგოს ახლა კპევერდემ ისეთი, რომ ბურთებით სლოვნიას და საქართველოს აჯობოს.
ტტტ
28 აგვისტო 2023 21:28
5
კი მართალია. მე ეგეც არ დამითვლია რაც თქვენ დათვალეთ. უბრალოდ როცა დიდი სხვაობით აგებ და 15 წამით ადრე ამთავრებ არაწორია.
G.LA
28 აგვისტო 2023 21:25
2
მე საშუალო დონის კალათბურთელადაც არ მიმაჩნია შენგელია, ერთადერთი რაც იცის ფარზე ჩამოკიდებაა
გია
28 აგვისტო 2023 20:36
17
ვაჟკაც, როცა მაგრად თამაშობდა და მსოფლიოზე გაიყვანა ნაკრები, მაშინაც ასე ფიქრობდი? ცოტა იქნებ დაფიქრდეთ , სანამ ლანძღვას დაუწყებთ ადამიანს?
:D
29 აგვისტო 2023 17:58
0
კალათბურთელიი, რომლის თითქმის ყველა შეტევა შედეგიანად მთავრდება, იმას თუ საშუალო დონისასაც არ ეძახი, აშკარად მაგრად ერკვევი სპორტის ამ სახეობაში
: )))))))
28 აგვისტო 2023 21:20
16
მორიგი უნიათო თამაში და მოსალოდნელი შედეგი
ნიკა
28 აგვისტო 2023 20:07
6
Shengelia che klasi zurosma.amocura tavi dzmakacobit shercheuli nakrebinshedegic saxezea xo boisa latareashi moiget
Lasha
28 აგვისტო 2023 19:49
3
ძალიან მომეწონა სანდრო, უშიშარია და თანაც გულიანად თამაშობს, თან სულ უმატებს, მგონია ვენესუელასთან გაილაღებს. გოგა დასეირნოდა, არ ეკადრება ნბა-ს მოთამაშეს ასეთი თამაში. ყოველ ჩაგდებულ ბურთზე დონჩიჩის სახე გახსოვთ? ტიპი გიჟს გავდა, როგორი ემოციური იყო. ჯინჭარაძეც ყოჩაღ, ზუროსი უსუსტესია, ეს კაი ზანია ვოცით. საერთოდ დაესვენებინა ბიჭები როცა ხედავდა რომ აგებდნენ და ბოლო პერიოდში მეორე შემადგენლობა მაინც გამოეყვანა. სწრაფი ბიჭები გვჭირდება. სანაძე. შერმო, თადი, ბუ - უკვე ვეღარ ქაჩავენ. თოკოსაც მოკლებული აქვს სისწრაფეში. წარმატებები ბიჭებს.
აბო
28 აგვისტო 2023 19:43
1
ვთქვათ დაგეთანხმეთ,მათ ნაცვლად, ვის გვთავაზობ?გაბედულად ჩამოგვითვალე!
სოსო
28 აგვისტო 2023 22:10
0
რა გითხრათ? მეც ვიფანტაზიორე და სლოვენიასთან მოგების შემთხვევაში ვიძახდი ქულას გადავიყოლებთქო შემდეგ ჯგუფში. მარა დონჩიჩი იმ ჯგუფში მასე ხომ ჩარჩებოდა უქულოდ? ხოდა დინჩიჩი რომ ჯგუფში ჩატოვო ამ ნაკრებით არარეალურია. მოდით დავტკბეთ რაც გვაქვს და კმაყოფილები ვიყოთ. მე მახსოვს რომ ვიწვალეთ და ბ ჯგუფიდან მე-2 თუ მე-3 ცდაზე ამოვედით ა ჯგუფში. შემდეგ ვიწვალეთ და ევროპაზე მოვხვდით. ახლა ჩვეულებრივი რამე ევროპაზე მოხვედრა. მე ძალიან ვაკრიტიკებდი ჩვენებს როცა ისლანდიასთან თბილისში წავაგეთ და ასე წამოვედით მსოფლიოზე. ახლა ვინმეს ახსოვ ჩვენს და ისლანდიის გარდა ის წაგება? არავის! ჩვენ მსოფლიოზე ვართ და არა მარტო ვართ ჯგუფიდან გავალთ თუ ვენესუელასთან 15 ქულაზე მეტს არ წვაგენთ. ეს კი ძალიან ძალიან მაგარი რამე. იქედან ვერ გავალთ მარა იქ ჩარჩებიან ისეთი გუნდები როგორიც არიან ბრაზალია, ლიტვა ან საბერძნეთი, ალბათ ლატვია ვინც ნბა-ს ვარსკვლავებით გადაჭედილი საფრანგეთი ჩატოვა ჯგუფში. მგონი ძალინ მაგარი იქნება ჩვენი მიღწევა. ბოლო ბოლო მსოფლიო მასშტაბით საშუალო ქალაქის მოსახლეობის ხელა მოსახლეობაა საქართველო თავისი 3.7 მილიონი მოსახლით. აგერ ერთ კვირაში რაგბში მსოფლიოზე ვითამაშებთ. ხელბურთში ევროპაზე გავედით. ფეხბურთში ყაზახებს თუ თბილისში მოვუგებთ, ალბათ თურქეთი ჯგუფიდან გავა და საბერძნეთ ლუქსემბურგის გამარჯვებულს შევხვდებით. მჯერ ფეხბურთშიც გავალთ ევროპაზე. ვერავინ იტყვის ჩვენზე ფარჩაკები არიანო. მგონი ძალიან მაგრები ვართ და ვიამაყოთ ამით. ჩვენ 5 თამაშს ვითამაშებთ მსოფიოზე მე იმედი მაქვს. რამდენი ჩვენზე დიდი და მდიდარი ქვეყანა ვერ მოხვდა ამ ჩემპიონატებზე? მადლობა ბიჭებს. გამარჯება საქართველოს. დიდება საქრთველოს.
G.LA
28 აგვისტო 2023 19:30
3
კაპო ვერდეს ძალიან ადვილად რომ მოვუგეთ,მათი გულშემატკივრები,წაგების მიუხედავად,ფეხზე ამდგარი უკრავდნენ ტაშს,საკუთარ გუნდს,ჩვენგან კი,ბევრნი,გამარჯვების მიუხედავად,მაინც ლანძღავდნენ,ჩვენს ბიჭებს.ეს არის საკუთარი ქვეყნისადმი დამოკიდებულება.ჩასაფრებული ვითომ გულშემატკივრები,მხოლოდ ფეხის დაცდენას რომ ელიან და მერე ყველას ტალახს და სიბინძურეს ასხამენ.რაგბიში,უკვე დიდი ხანია,რაც ფიჯის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამოდის.მისი მოსახლეობა კი,მილიონზე ნაკლებია.სამოაზე,ტონგაზე და ფიჯიზე,რაგბი,სპორტის ეროვნული სახეობაა!რაგბიშიც,შოტლანდიამ მოგვიგო და მთელ ნაკრებს,მწვრთნელებიან მოთამაშეებიანად,ჩასაფრებულმა,მავანთა ფეხის ხმას აყოლილმა კაცმაცუნებმა,ტალახის და შეურაცხყოფის შადრევანი გადაავლეს თავზე.თვითონ რომ შრომის ფასი არ იციან,არც სხვების შრომისა ესმით რაიმე და ნებისმიერზე ანთხევენ,საკუთარ ბოღმას.ჯერ კიდევ ალექსანდრე დიუმა ამბობდა,"გრაფ მონტე კრისტოში",კრიტიკა მაშინ უფრო ადვილია,როცა იმ საქმისა,არაფერი იციო.
სოსო
28 აგვისტო 2023 22:37
0
5 თამაში მინიმუმ, მეორე ჯგუფურიდან გამოვარდნის შემდეგ 9-16 ადგილებიზა ვიბრძოლებთ,
ტტტ
28 აგვისტო 2023 20:24
0
ყველა გამოხმაურება
სულ სუდიას ბრალია რომ წავაგეთ ))).

არა უშავრს, არაფერია სანერვიულო ,

ვენესუელას მოვუგებთ და გავალთ
ბესო
28 აგვისტო 2023 19:25
11
წავიკითხე კომენტარები და გაოცებული ვარ ..

ლუკას ნბა-ში ვერ აჩერებენ და რა გიკვირთ,
თუ კალათბურთის აზრზე ხართ, ვერ ვხვდები..

ჩვენი პრობლემა არის მოკლე სკამი, ძირითადი მაღალი დონის გამთამაშებლის და სტაბილური თანამედროვე 3&D მოთამაშის არარსებობა, მხოლოდ მაღლებით თანამედროვე კალათბურთში მეტის მოთხოვნა რთულია.

შენგელიას არ წაუვიდა თამაში, თედიც ვერ არის ფორმაში და ამ პირობებში, როდესაც მხოლოდ 5-6 ნორმალური დონის კალათბურთელია ნაკრებში შედეგიც ლოგიკურია.

ამასთან ერთად როდესაც თამაშში ვიყავით მსაჯების მხრიდანაც ყველა საკამათო ეპიზოდი ერთ მხარის სასარგებლოდ წყდებოდა..

ზოგადად რეალობის აღქმა ვისწავლოთ გულშემატკივრებმა, ქართული ამპარტავნობა და "ჩვენ ვართ რაც ვართ" მენტალობა გვერდზე გადავდოთ, ჩვენი დონეც რეალურად აღვიქვათ და ამდენი ალოგიკური და უაზრო ნეგატივი არ ვაზიაროთ ერთმანეთში მუდამ - კარგი იქნება.

მსოფლიოზე მოხვედრა და ჯგუფიდან გასვლა საკმაოდ კარგი და მისაღები შედეგია ჩვენი დონის საკალათბურთო ქვეყნისთვის.
Just Supporter
28 აგვისტო 2023 19:22
2
დონჩიჩისნაირი სპორტსმენი გვინდა ყველა სპორტის სახეობაში!!!!!
ნინი
28 აგვისტო 2023 19:16
4

სიახლეები პოპულარული