სლოვენიამ ავსტრალიას სძლია და ჯგუფიდან გავიდა

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, K ჯგუფში, სლოვენიამ ავსტრალია 91:80 დაამარცხა.

სლოვენიამ პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგო, მეორის დასაწყისში 14 ქულით გაიჭრა წინ, მაგრამ მესამე პერსონალური მიიღო მათმა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა და მწვრთნელმა დაასვენა. აღსანიშნავია, რომ სლოვენიელები ჩვეულად აპროტესტებდნენ მსაჯების გადაწყვეტილებებს, რაც საქართველოსთან აპატიეს, არ აპატიეს ავსტრალიასთან და ორჯერ ტექნიკური საჯარიმოთი დასაჯეს. ავსტრალიამ ჩამორჩენის შემცირება მოახერხა და პირველი ტაიმი 9 ქულით დათმო.

დიდი შესვენების შემდეგ დონჩიჩმა, ისევე, როგორც ჟიგა დიმეცმა, მეოთხე ფოლი მიიღო, ავსტრალიამ
კი ჯოშ გიდის ძალისხმევით ანგარიში 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა ევროპელებმა ბოლო მეოთხედი უკეთ ჩაატარეს, გაიმარჯვეს და გერმანიასთან ერთად პლეი-ოფში გავიდნენ.

25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გიდი გახდა. მისმა თანაგუნდელმა პატრიკ მილზმა 17 ქულა ჩააგდო. სლოვენიელთაგან 20 ქულა დონჩიჩმა ჩააგდო, ხოლო 18 - მაიკ ტობიმ (პლუს 12 მოხსნა).

3 სექტემბერს სლოვენია გერმანიას, ავსტრალია კი საქართველოს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რადგან არაფერი შველით ზეგ თავს აღარ მოიკლავს ავსტრალია და ეს ჩვენი შანსია, რა ხეირი მარა პრესტიჟია მაინც.დ
ეეე
19:30 01-09-2023
2
ძალით გაბერილი გუნდების რაოდენობა, უღიმღამო სიატემა, სადაც თავიდანვე ნათელია ყველაფერი. პლეი ოფებამდე თამაშები ტარდება მხოლოდ თამაშებისთვის.
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული