გერმანიამ სლოვენიას თამაში შემოუტრიალა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, K ჯგუფში, ბოლო ტურში გერმანიამ სლოვენია 100:71 დაამარცხა.

ჯგუფში პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა, მეორე კი სლოვენიამ.

პირველი მეოთხედი სლოვენიამ 14 ქულით მოიგო, თუმცა მეორე პერიოდი გერმანიამ უკეთ ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 4 ქულით დაწინაურებული გავიდა, შემდეგ უპირატესობა 21 ქულამდე გაზარდა, სლავებმა სხვაობის მცირედით შემცირება შეძლეს და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 68:52 დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში გერმანელები დამაჯარებლები იყვნენ და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

24 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გერმანელი
დენის შრიოდერი იყო, რომელმაც 10 პასიც მიითვალა. სლოვენიელმა ლუკა დონჩიჩმა 23 ქულა ჩააგდო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საშინელი ფორმატია მსოფლიო ჩემპიონატზე,ალბათობა იმის რომ რო მეორე ჯგუფური ეტაპიდან მეორე გუნდი გავიდეს მცირეა,ეს მხოლოდ იტალიელებმა შეძლეს,დანარჩენი სრული უაზრობა და მარაზმია ან პირდაპირ ფლეიოფი უნდა იყოს ან კიდევ 3-3 გუნდი უნდა გასულიყო და ისე შექმნილიყო ჯგუფები რო რაღაც აზრი ქონოდა,ნუ ჩვენ შანსი მაინც არ გვქონდა მაგრამ,სამაგიეროდ აზრიანი თამაშები გამოვიდოდა სხვებისთვის,ასე კი ფრანგები,ესპანელები,ბერძნები და ასე შემდეგ მშრალზე დარჩნენ,ევრობასკეტი გაცილებით კარგი ფორმატით ტარდება
Gomako
04 სექტემბერი 2023 09:02
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული