საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა

AutoSharing Option
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ჯგუფის მატჩში, საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან 84:100 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

სამწუხაროდ, ტრავმების გამო დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ იღებენ საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და მსროლელი დუდა სანაძე, შემადგენლობაში მათი ადგილი სანდრო მამუკელაშვილმა და კახაბერ ჯინჭარაძემ დაიკავეს.

ავსტრალიის ნაკრები კი მოედანზე უცვლელი 5-ეულით წარსდგა.

პირველ წუთებში განსაკუთრებით აქტიური გიორგი შერმადინი გახლ
დათ. მიუხედავად ამისა, ავსტრალიის ნაკრები პერიმეტრიდან მაღალი პროცენტით უტევდა.

პირველი მეოთხედი ავსტრალიელთა გამარჯვებით 23:17 დასრულდა.

მეორე მეოთხედიც „ყვითლების“ უპირატესობით დაიწყო და 8:3 გაქცევა მოგვიწყეს. ავსტრალიის ნაკრების ლიდერმა პატი მილსმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და საკუთარი გუნდი წინ დიდი ანგარიშით გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში ავსტრალიის ნაკრებმა 16-მცდელობიდან ჩვენს ფარში 11 სამქულიანი მოათავსეს.

პირველი ნახევრის შემდეგ საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო 12 ქულით გიორგი შერმადინი გახდა, ავსტრალიის რიგებიდან კი 16 ქულით თავი პატი მილსმა გამოიჩინა.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა, თად მაკფადენის კარგი თამაშის მიუხედავად, პერიმეტრის გადაკეტვა კვლავ გაგვიჭირდა და ამით ჯო ინგლსმა შესანიშნავად ისარგებლა. მესამე მეოთხედი 12 ქულიანი სხვაობით დავთმეთ.

მეოთხე მეოთხედის საწყის 3 წუთში საქართველოს ნაკრებმა ჯარიმების ლიმიტი ამოწურა. რაც დიდწილად ჯოშ გიდის დამსახურებაა. ავსტრალიელთა ახალგაზრდა გამთამაშებელმა 15 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

საქართველოს ნაკრებიდან გოგა ბითაძემ თავი 20 ქულითა და 6 მოხსნით გამოიჩინა.

თად მაკფადენმა 18 ქულა, 4 მოხსნა, 9 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

გიორგი შერმადინმა თავი 16 ქულას, 3 მოხსნასა და 2 ასისტს მოუყარა.

ავსტრალიელთაგან საუკეთესო პატი მილსი გახდა, გამოცდილმა გამთამაშებელმა 19 ქულა, 2 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ამრიგად, ორივე ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპოიონატზე ასპარეზობა დასრულებულია. ილიას ზუროსის გუნდმა ტურნირზე ჯამში 5 მატჩი გამართა, საიდანაც ეროვნულმა ნაკრებმა 2 შეხვედრის მოგება მოახერხა, 3-ჯერ კი დავმარცხდით.


მკითხველის კომენტარები / 51 /
ზუროსი და მაკფადენი ევრობასკეტის შემდეგ უნდა გაგვეშვა, კაპო ვერდეს დქ ვენესუელას მწვრთნელის გარეშეც მოვუგებდით და დანარჩენ გუნდებთან უშანსოდ დავმარცხდით.
3
დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის! უფრო მეტის მიღწევა შეგვეძლო. არ ვიცი მარტო მრჩება ეგეთი შთაბჭდილება თუ არა, რომ ჩვენი ნაკრები უმწვრთნელოდ თამაშობდა. მოვიკოჭლებდით კომბინაციებში და გააზრებულ თამაშში, ბიჭები მხოლოდ ინდივიუალურად ცდილობდნენ ფონს გასვლას. ზუროსისგან ვერ დავინახე გააზრებული კომბინაცია, 8 წელი წვრთნიდა ნაკრებს და უნდა მოეხერხებინა რამე. სამწუხაროა, ამ ნაკრებს კარგი მწვრთნელით ბევრად მეტისთვის შეეძლო მიეღწია
გიორგი
07:31 04-09-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული