კანადამ დონჩიჩის სლოვენია მეოთხედფინალიდან გამოაგდო

AutoSharing Option
  • კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
Sportall.Ge

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში კანადამ სლოვენია 100:89 დაამარცხა.

31 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შეი გილჯეს-ალეკსანდერი გახდა, რომელმაც 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. არ ჯეი ბარეტმა 24 ქულა ჩააგდო (9 მოხსნა და 1 პასი).

ევროპული გუნდის ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა 26 ქულა ჩააგდო (4 მოხსნა და 5 პასი) და მეხუთე ფოლის გამო მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე დატოვა პარკეტი. მისი თანაგუნდელის, კლემენ პრეპელიჩის ანგარიშზე 22 ქულაა.

კანადა ნახევარფინალში სერბეთს შეხვდება, რომელმაც ლიეტუვას 87:68 მოუგო.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ხუთბალიანი სისტემით, რომ შეაფასო, ჩვენი ნაკრების გამოსვლა, იყო საწყალი სამიანი. ამათ პირველ არხზე, როგორც ტრაბახი დაიწყეს, გამოვრთე.
ელიასს
06 სექტემბერი 2023 22:19
4
ლატვიაზე არანაკლები გუნდი გვყავს, მაგრამ ვერაფერს გავხდით, მაგათგან გვმართებს მაგალითის აღება, თუ როგორ უნდა იყო ერთად შეკრული, დისციპლინირებული და მოტივირებული, ამიტომაა ლატვია ასე შორს წავიდა და ცოტა დაკლდა ფინალამდე

ბრავო ლატვია!
Nukri
06 სექტემბერი 2023 22:17
8
დარჩით ილუზიებში. ლატვიაზე არანაკლები გუნდი ვართ, სლოვენიასთან მსაჯმა დაგვჩაგრა, გერმანიასთან მატჩის დღეს, ჰოროსკოპი არ გვწყალობდა და ა.შ
ციციკორე
07 სექტემბერი 2023 09:36
0
რა არანაკლები? ობიექტურობად ნუ დავკარგავთ, რა! ორი ნბა ს იუნიორი, 5- 15 წუთით, 3 ვეტერანი - მაქსისმუმ ევროპული დონის: შენგელია, შერმადინი, ცინცაძე. ყოჩაღ ჯინჭარაძეს, მაგრამ ტავს ზემოთ ძალა არაა. 3-4 კალათბურთელით თავს ზემოთ ავხტით
რეზო
07 სექტემბერი 2023 00:55
2
ყველა გამოხმაურება
ლატვიას პოზრინგისი, სწორად დავწერე?, რომ ყოლოდააა........ ამერიკასთან მათი ნახევარფინალიც არაპროგნოზირებადი იქნებოდა. ჩვენ რო ვეთამაშეთ ამხანაგური, აი მაშინ მომეწონა ძალიან ლატვია , ჩემპიონატის დებიუტანტები თურემ... ისე , სლოვენიაც ძალიან კარგი გუნდია, ამათაც აკლდათ 1 კარგი კალათბურთელი, გვარს ვერ ვიხსენებ...
ზაზა
06 სექტემბერი 2023 22:06
1
ლატვია მაგრად შემეცოდა, ეს დამქულიან ჩაეგდოთ მაგარი ქინებოდა. ძალიან მაგარი ნაკრებია. მაგათ კიდევ 2 კაცი აკლდათ. ბრავო ლატვიას, ძალიან მომეწონა და ვგულშემატკივრობდი.
G.LA
06 სექტემბერი 2023 21:53
0
ლატვია არის გმირი!
ძალიან შორს არიან გმირობისგან ვიქტორ სანიკიძე, ჯინჭარაძე და სანაძე, რომლებიც 1-ელ არხზე ტრაბახით გასკდნენ და რაც წააგეს, ყველაფერი მსაჯებს დააბრალეს, ჭირიან გუნდებთან მოგება კი არნახულ წარმატებად გამოაცხადეს.
ელიასი
06 სექტემბერი 2023 20:03
14
მერე ვის ატყუებენ?! გუნდი რომ 0-7 წააგებს და მწვრთნელი გამოვა პრესკონფერენციაზე: ისე, მე-6 გული თამაშგარედან შეგვიგდესო, ამას ჰგავს ამათი საქციელი. -25 ქულით რომ წააგებ 5 დან 2 თამაშს, მერე რა გატრაბახებს?!
ციციკორე
07 სექტემბერი 2023 09:39
0
ძალიან გამეხარდა.იუგოსლავიურ-ბალკანურ-ბ..ური საქციელი სულ არ გაგივა.გამოჩნდება ისეთი ვისი ავტორიტეტიც მსაჯებისთვის რაღაცას ნიშნავს და კბილებს დაგამტვრევს.
ენძო
06 სექტემბერი 2023 18:47
4
ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა ლიტვის გავარდნას თუ არ ჩავთვლით,რომელმაც ამერიკასთან მოგებას შესწირა საპრიზო ადგილი საუკეთესო 4 გამოვიდა,აქედან წაუგებელი მხოლოდ გერმანიაა,ვნახოთ რას იზავენ აშშ-თან
Kvekeskiri
06 სექტემბერი 2023 18:36
0
კანადა ესპანეთის იყო საოცარი თამაში!!დიდი ხანია კალათბურთისგან ეგეთი სიამოვნება არ მიმიღია!!!!ესპანეთი არ იმსახურებდა გავარდნას!!!!
ბექა
06 სექტემბერი 2023 18:36
1
აბააა, ძალიან, ძალიან სასიამოვნოდ დაძაბული სანახაობა გვაჩუქეს ესპანეთმა და კანადამ! ასევე მშვენიერი თამაში იყო ლატვია-გერმანია. ლატვიას - უდიდესი პატივისცემა!
მასტერს
07 სექტემბერი 2023 07:16
0
მაგრად ითამაშა ვილი ერნანგომესმა,მაგრამ ვერაფერი უშველა ესპანეთს!!!!
ბექა-ს
06 სექტემბერი 2023 19:45
0

სიახლეები პოპულარული