საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რუსული "ოლიმპი 97" გაანადგურა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში მესამე გამარჯვება იზეიმა. ევროპის ახალგაზრდულ ლიგის მეორე წრეში დაგეგმილი 5 მატჩიდან 3 უკვე ჩატარდა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ყველა მათგანი იოლად მოიგო.

ქართველების მორიგი მსხვერპლი რუსული კლუბი "ოლიმპი 97" გამოდგა, რომელიც ჩვენებმა 80:52 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო კვლავ გიორგი კორსანტია გახლდათ, რომელმაც 23 წუთში 18 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა მიითვალა გიორგი კუჭავამ, აკაკი ფიფიას ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა.

დღეს საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს: თბილისის დროით 17:30 საათზე შვედურ "ლულეასთან"
შეხვედრა დაიწყება. 

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ჩერქეზიშვილი ჰუნდაის მწრთვნელია 80 % ჰუნდაის მოთამაშეა გუნდი კი გაბრიჩიძესია,წელიწადში მინიმუმ 3ჯერ უშვებს სახელმწიფოს ე.ი. ჩვენი ფულით თავის მოთამაშეებს სხვადასხვა ქვეყანაში რა ენაღვლება და ვის უგებენ უბრალო კლუბებს და ტრაბახობენ, აბა ამ გუნდების ქვეყნების ნაკრებთან ჩასვრილები არიან.
მოყვარეს პირში უძახე მტერს პირს უკანაო
09 დეკემბერი 2017 19:09
0
ფედერაციას! რატომ ეთამაშება საქართველოს ნაკრები სუსტ საკლუბო გუნდებს? რო იგებენ გიხარიათ? ასე აიმაღლებენ კლასს ჩვენი ახალგაზრდა კალათბურთელები? გაუფრთხილდით საქართველოს ნაკრების სახელს და ასეთ სუსტ გუნდებთან ათამაშეთ მხოლოდ რომელიმე საკლუბო გუნდის ახალგაზრდა კალათბურთელები,როგორც ამას აკეთებს ყველა თავმოყვარე ქვეყანა.
patrioti
09 დეკემბერი 2017 19:03
0
ყოჩაღ ბიჭებო, ასე გააგრძელეთ.
kaladburteli
09 დეკემბერი 2017 14:36
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული