საქართველოს U14 ნაკრებმა და “ჰიუნდაიმ” ევროპის ლიგის მეორე წრეში დაასრულეს

AutoSharing Option
საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე უშედეგოდ დაასრულა. ოთარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართული ხუთივე შეხვედრა წააგო. ფავორიტ ცსკა-სთან 2 ოვერტაიმში წაგებული შეხვედრის შემდეგ ქართელებმა მინსკში ბოლო შეხვედრა გამართეს და მასპინძელ “ცმოკისთან” 49:68 დამარცხდნენ.

ევროპის ლიგაში ასპარეზობს ქართული საკალათურთო კლუბი “ჰიუნდაიც”. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმაც 5 მატჩი გამართეს მინსკში, თუმცა ქართული გუნდები ერთმანეთს არ შეხვედრიან. ქართულმა კლუბმა 5 მატჩიდან 1 შეხვედრა მოიგო. ჰიუნდაელებმა მოლდოვურ “ადმირალსს” სძლიეს 52:50, ხოლო წააგეს “პომერანიასთან” 39:60, “ოლიმპიეცთან” –
55:65, ცსკა-სთან – 50:64 და “ცმოკისთან” – 51:65.

2 წრის ფარგლებში ჩატარებული 10 მატჩის მატჩის ჯამში საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებს 3 გამარჯვება აქვს და 16-გუნდიან – შემაჯამებელ ცხრილში მე-10 ადგილზე არიან. “ჰიუნდაისაც” ანალოგიური შედეგი – 3 მოგება და 7 მარცხი აქვს და მე-11 ადგილზეა. ევროპის ახალგაზრდული ლიგის ბოლო, მე-3 წრე ლატვიის დედაქალაქ რიგაში, 29 მარტიდან 1 აპრილამდე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
საინტერესოა ჰუნდაი ვისი დაფინანსებით წავიდა ტურნირზე,გაბრიჩიძის ფედერაციიდან მოტეხილი ფულით ხომ არა?
gabriCizes
18:30 29-01-2018
0
სანაძეს კალბასი უყვარს ბევრი უნდა აჭამოთ და არა მაისას ,ვერა ხედავთ არ ეტევა კანში
sanazes
17:25 29-01-2018
0

სიახლეები პოპულარული