ქართული კლუბებისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა “საქართველო 2008”-მ ევროპის ახალგაზრდული ლიგის მე-3 წრე 2 გამარჯვებით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი 14-წლამდელთა გუნდი პეი ოფში გასასვლელად იბრძვის. ჩვენს გუნდს აქამდე გამართული 10 მატჩიდან 6 მოგება ჰქონდა 11 თებერვლის მატჩების მოგებით წარმატების შანსები გაიუმჯობესა.
პირველ მატჩში “საქართველო 2008”-ამ ლატვიური ვეფ-ი დაამარცხა – 68:37 (სტატისტიკა). ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო ლუკა ლოლაძე, რომელმაც 14 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 6 ჩაჭრა მოაგროვა. მისმა ტყუპისცალმა, სანდრომ 12 წუთი ითამაშა და 12
ქულასთან ერთად 3 მოხსნა მიითვალა. 11 ქულა დააგროვა ბაჩო ბლიაძემ.
მეორე შეხვედრაში “საქართველოს 2008”-ის მეტოქე იყო “ტარტუ როკი”. ქართველებმა ესტონური გუნდიც საკმაოდ იოლად – 53:34 (სტატისტიკა) დაამარცხეს. ამჯერად ჩვენს გუნდში 11 ქულით საუკეთესო შედეგი დიანისი გრიგორიანმა დააფიქსირა. ანდრია გაბუნიამ თავი 7 ქულას მოუყარა, სანდრო ლომაძის ანგარიშზე 4 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.
მომდევნო 2 მატჩს ქართველი 14-წლამდელები 12 თებერვალს გამართავენ 11:00 საათზე ლატვიურ DSN-თან, ხოლო 17:00-ზე BS რიგასთან.

GBF.GE