საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაზე ორი მატჩი მოიგო

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში მორიგი მატჩები გამართა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა. 30 მარტს თითო მოგებ-წაგების შემდეგ, ჩვენი ნაკრების წევრებმა გუშინ მეტი შემართებით ითამაშეს და ორივე შეხვედრა მოიგეს.

ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები თავდაპირველად სანკტ-პეტერბურგის "ცენტრალნაიას" შეხვდა და 47:34 დაამარცხა. ქართველებმა რუსებს დამაჯერებლად სძლიეს, რაშიც სოლიდური წილი ნიკოლოზ გულიაშვილმა 13 ქულით დაიდო. 9 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა გიორგი ჭიჭინაძემ, ხოლო 8 ქულა გუგა ნაცვლიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

შემდეგი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა იტალიურ "სიენასთან" გამართა და მეტოქე 57:38 გაანადგურა. ჩვენმა ნაკრებმა
გუნდურად ითამაშა და ქულები ყველაზე მეტ-ნაკლებად თანაბრად განაწილდა. ყველაზე მეტი - 10 ქულა საბა გურეშიძემ მოაგროვა. 9 ქულა დაგროვდა ნიკა გულიაშვილის ანგარიშზე.

საქართველოს ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ლიგის მესამე წრისა და რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს ხვალ, 1 აპრილს - ქართულ კლუბ “ჰიუნდაისთან” გამართავს, რომელმაც გუშინ ორივე მატჩი წააგო - 42:64 ესტონურ “აუდენტასთან” და 47:63 - სანკტ-პეტერბურგის “ადმირალსკაიასთან”.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ გურეშ, წარმატებები ;)
ზურა
15:27 01-04-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული