![](https://sportall.ge/pictures/image5/15cac45570291161f5294e7071bceece.jpg)
ლევიცეში საქართველოს U20 ნაკრებთან ერთად შეიკრიბებიან – პოლონური “რადომი”, იტალიური “ოქსიგენი”, უნგრული “ფეჰერვარი” და ადგილობრივი “ლევიცე”.
ჩვენი ნაკრების კალენდარი ასე გამოიყურება:
8 ივნისი: საქართველო – რადომი 15:00
9 ივნისი: ოქსიგენი – საქართველო 13:00
9 ივნისი: ლევიცე – საქართველო 20:00
10 ივნისი: საქართველო – ფეჰერვარი
(მითითებულია თბილისის დრო)
ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის გადაწყვეტილებით, ის მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებშიც არიან გამოძახებულნი, ტრავმების თავიდან არიდების მიზნით 20-წლამდელთა ნაკრებს ამ ეტაპზე არ დაეხმარებიან. შესაბამისად, ჩვენი ნაკრები სლოვაკეთში 10 კალათბურთელით გაემგზავრა.
![საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ლიგის სუპერფინალის სათამაშოდ გაემგზავრა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/f791e055abe52174ef97e08cf8604aeb.jpg)
მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით