საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიასთან ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
ლატვიის ქალაქ კანდავაში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი გამართა. ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდის მეტოქე მასპინძელთა ძლიერი ნაკრები იყო. დაძაბულ ბრძოლაში წარმართული მატჩი ლატვიელების გამარჯვებით - 58:52 დასრულდა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი დავით აფხაზავამ დააფიქსირა, ვის ანგარიშზეც 13 ქულა და 6 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა. 12 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა სანდრო მამუკელაშვილმა, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე 9 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები მორიგ სპარინგ-მატჩს კვლავ ლატვიის ნაკრებთან, 8 ივლისს გამართავს.

მომზადებულია Gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვარჯისჰობენ და იმიტომ
dcsa
23:45 08-07-2018
1

სიახლეები პოპულარული