სამწუხაროდ, ბოლო მატჩი 21-ე ადგილისთვის იყო და ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში სწორედ 21-ე ადგილი დაიკავა. საქართველოს მეტოქე გახლდათ დანიის ნაკრები. ქართველებმა სკანდინავიელებს 16 ქულით – 80:64 სძლიეს. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ლაშა მიქელაძემ, რომელმაც 11ქულა, 14 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. 13 ქულა და 10 პასი მოაგროვა რატი ანდრონიკაშვილმა, ხოლო დავით კაკუშაძემ 13 ქულა, 9 მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა.
ცნობისთვის, ტურნირზე მე-19 ადგილი ლუქსემბურგმა
B დივიზიონის ფინალში სლოვენია და ჰოლანდია შეხვდებიან, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩში ჩვენი ჯგუფის წევრები – ბელგია და ესტონეთი შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში ბელგიამ 73:67 იმარჯვა და A დივიზიონის საგზური მოიგოვა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით