საქართველო 2005-მა "ჟალგირისთან" წააგო და პოლონურ "მუკის" მოუგო

AutoSharing Option
საქართველო 2005-მა "ჟალგირისთან" წააგო და პოლონურ "მუკის" მოუგო.

მოგებ-წაგებით დაიწყო ევროპის 14-წლამდელთა ლიგაში ასპარეზობა ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა “საქართველო 2005”-მა. ქართულ კლუბებში მოთამაშე პერსპექტიული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდი ლატვიის ქალაქშ ვენტსპილსში იმყოფება, სადაც დღეს აღნიშნული ტურნირის დასკვნითი – მესამე წრე დაიწყო.

მაისურაძის გაწვრთნილი გუნდის პირველი მეტოქე კაუნასის ჟალგირისი გახლდათ, რომელთანაც ქართველებმა 48:68 წააგეს. ჩვენს გუნდში ბომბარდირი ლევან ძინძიბაძე გახდა 14 ქულით, სარგებლიანობის ინდექსით საუკეთესო კი ლუკა ალავიძე გახდა – 9 ქულა, 4 პასი, 2 ჩაჭრა, 1 მოხსნა.

ქართველებმა დღესვე მეორე მატჩიც გამართეს
და პოლონური “მუკსი” დაძაბულ ბრძოლაში – 60:55 დაამარცხეს. ამ მატჩშიც ბომბარდირი ლევან ძინძინაძე გახდა, ხოლო საერთო შედეგიანობით ლუკა ალავიძე გამოირჩა. ძინძიბაძემ 17 ქულა დააგროვა, ხოლო ალავიძემ 11 ქულა, 6 ჩჭრა, 4 პასი, 3 მოხსნა. 10-10 ქულა დააგროვეს სანდრო ფირცხალავამ და ანრი ბელთაძემ.

23 მარტს საქართველო კიდევ 2 მატჩს გამართავს:
საქართველო 2005 – რუნა (რუსეთი) – 23 მარტი, 11:00
სპარსი (ლატვია) – საქართველო 2005 – 23 მარტი, 15:30

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული