საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კიევში უკრაინა დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კიევში გამარჯვება მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი უკრაინის დედაქალაქში საერთაშორისო ტუნირზე იმყოფება, რომელშიც ჩვენთან ერთად სლოვაკეთის U20 და უკრაინის 18 და 20-წლამდელთა ნაკრებები ასპარეზობენ.

ჩვენების პირველი მეტოქე გახლდათ უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებლად – 72:56 სძლია. პირველი პერიოდის 5 ქულით მოგების შემდეგ ქართველებმა მეორე ათწუთეული 24:8 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 21 ქულით გალიდერდნენ.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელთა შტაბს საშუალება მიეცა, ყველა მოთამაშე გამოეცადა და ასეც მოხდა. მოედანზე მეტ-ნაკლებად თანაბარი დროით ნაკრების ყველა კალათბურთელი გამოჩნდა,
რომლებმაც შესათამაშებლად აუცილებელი გამოცდილება მიიღეს.

საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 16 ქულით გაიმარჯვა. ყველაზე სარგებლიანი ლუკა მაზიაშვილი გახლდათ, რომელმაც 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 5 ჩაჭრა მოაგროვა. 9-9 ქულა მოაგროვეს ზურაბ ჟღენტმა და ნიკა მეცხვარიშვილმა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 21 ივნისს, სლოვაკეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული