18-წლამდელთა შორის "შავი ზღვის თასზე" საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ფოტო:gbf.ge

დასრულდა ბათუმში მიმდინარე 18-წლამდელთა ეროვნული ნაკრებების სერია. ბოლო შეხედრა საქართველოსა და ისრაელის ნაკრებებს შორის გაიმართა. მატჩი ებრაელთა დამაჯერებელი გამარჯვებით - 94:63 დასრულდა. ჩვენს ნაკრებს აკლდა ძირითადი გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრების მწვთნელმა მილოშ გლიგორიევიჩმა გამოიძახა და მას თბილისში გამგზავრება მოუხდა.

მთლიანობაში ბათუმში შეკრებილ 3 ნაკრებს (ისრაელი, ბელარუსი, საქართველო) ერთმანეთში 2-2 მატჩის გამართვა მოუწია, რის შედეგადაც გამოვლინდა გამარჯვებული. ისრაელმა საქართველო ორჯერვე დაამარცხა, ხოლო ბელარუსს 2-დან 1 მოუგო და შავი ზღვის თასი დაიმსახურა. მეორე ადგილზე გავიდა ბელარუსი
2 მოგებითა და 2 მარცხით, ხოლო ქართველებმა 4 ბათუმური მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვეს.

ბოლო მატჩის დასრულების შემდეგ ისრაელისა და საქართველოს ნაკრებები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ბადრი ნაკაშიძემ და აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვეს.

საქართველოს ნაკრები აგრძელებს მზადებას ევროპის ჩემპიონატის "ბ" დივიზიონისთვის, რომელიც 26 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება.

მომზადებულია gbf.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული