U20. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფარიც წააგო და შედეგად - თამაშიც

AutoSharing Option
19 ივლისს, ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში მასპინძელ პორტუგალიასთან 85:96 დამარცხდა და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგა.

მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველ მეოთხედში 10 ქულით დაწინაურდნენ (19:9), მაგრამ შემდეგ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

მასპინძლებს სავსე დარბაზში გულმხურვალედ ქომაგობდნენ და მათი ტანმაღალი ცენტრი ნეიმიას კუეტა (იუტას უნივერსიტეტი) ფარქვეშ ბატონობდა, რაც გადაუჭრელ პრობლემად იქცა. ამიტომ ჩვენმა გუნდმა პერიმეტრიდან სროლებზე გადაიტანა აქცენტი, რაც ურიგოდ არ გამოსდიოდათ. პირველი ტაიმი პორტუგალიამ 45:43 მოიგო.

მესამე პერიოდში მოწინააღმდეგემ კარგი დაცვის და
რამდენიმე ზუსტი სამქულიანის ხარჯზე შეძლო გაქცევა, 9 ქულით წინ გაიჭრა და საბოლოოდ ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა.

რატი ანდრონიკაშვილმა 21 ქულა, 6 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, 14-14 ქულა ზურაბ ჟღენტმა და ნიკოლოზ მეცხვარიშვილმა ჩააგდეს, 11 ლუკა მაზიაშვილმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მარგი ქმედების 41-იანი კოეფიციენტით კუეტა გახდა, რომლის ანგარიშზეც 26 ქულა 14 მოხსნა და 6 ზუსტი პასია.

ახლა საქართველოს ნაკრების წარუმატებლობაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ მთავარი მიზეზი ამ ასაკობრივ გუნდში ტანმაღალი მოთამაშეების არყოლაა - ჩვენი გუნდის ყველაზე მაღალი კალათბურთელი 204 სანტიმეტრი სიმაღლისაა.
მკითხველის კომენტარები / 26 /
ესტონეთთან წაგება შეიძლებოდა? იქ დამთავრდა ჩვენთვის ეს ტურნირი.
1
20 ივლისი 2019 16:07
0
ანდრონიკასვილის დამოკიდებულებას თუ მიაქციეთ ყურადღება? შეიძლება გუნდელებს უყვიროდე და ხელებს უქნევდე, იმიტომ, რომ უფრო ნიჭიერი ხარ? ეს ცალსახად მწვრთნელის პრეროგატივაა! მწვრთნელს რაც შეეხება, რატომ არ იღებდა საჭირო დროს ტაიმაუტებს? აშკარად ვერ გრძნობდა თამაშშ. ეგეთ ეპიზოდებში გაგვექცნენ და ეგ იყო. იმათი ცენტრი ძალიან მაგარია, მაგრამ სხვანაირად უნდა გვეთამაშა მის წინააღმდეგ. ავკიდეთ კიდეც ფოლები თავიდან, მაგრამ მერე რატომღაც მივუშვით, არადა პრესინგისას ძალიან იბნეოდა. აი ბითაძეზე არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავკეთო? ნბა და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ნაკრებზე წინ არაფერი არ უნდა იდგას. მაგით მაინც გამოვირჩეოდით ქართVელები. როგორც ჩანს, აღარ
gagi
20 ივლისი 2019 14:48
1
სხვათა შორის, ბითაძეს არც შარშან უთამაშია და მერე ძალიან აბდა-უბდა კომენტარები გაკეთდა ამის მიზეზთან დაკავშირებით
გულშემატკივარი
20 ივლისი 2019 15:22
0
ბითაძე შესრულდა უკვე 20 წლის?!
aburjga
20 ივლისი 2019 13:25
0
არა
zuka
20 ივლისი 2019 14:41
0
30 წელია ერთი და იგივე გამოდიხართ და ამართლებთ ვინც ამართლებთ წაგებას მე ის კი არ მწყინს რომ წავაგეთ არამედ გულგრილობის გამო და დაკიდების გამო რომ წავაგეთ ეს არის საწყენი და ცუდი რაგბში წაგვიგია მაგრამ არასდროს გავნაწყენებულვარ იმიტომ რაც შეუძლიათ ბოლომდე აკეთებენ და იხარჯებიან ამათმა გუშინ იმაიმუნეს ხუთჯერ მაინც ბურთი დავკარგეთ უწყინარ სიტუაციაში იმიტომ რომ უდისციპლინოთ და თავის გამოჩენისთვის თამაშობენ ქვეყნისთვის კი არა და დროშისთვის გამოდით ვინმემ და გაამართლეთ მიაჩვიეთ დაკიდებას
Mmmm
20 ივლისი 2019 13:21
2
დარჩნენ იქ, სადაც მათი ადგილია, ასეთია რეალობა.
dato
20 ივლისი 2019 12:45
1
ესტონეთთან გამოჩნდა ესენი რას წარმოადგენდნენ ტყუილი ბაქი ბუქი
კახა
20 ივლისი 2019 12:30
0
ამათ გადასვლის შანსი უკვე მაშინ დაკარგეს, ესტონეთთან რომ დამარცხდენენ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში...ასეა ეს! სამწუხაროდ...
სიმართლე
20 ივლისი 2019 12:26
1
მოძებნეთ ჩემი კომენტარი და დადეთ! რა გჭირთ?! ქართული კალათბურთის და სპორტის, მთლიანად ქვეყნის მტრები ხართ?
alexandre
20 ივლისი 2019 12:18
1
იცით რა მაინტერესებს, პორტუგალიელი ცენტრი თუ ჩამოვიდა NCAA დან ჩვენი სტუდენტები რომლებიც ამერიკაში არიან (მგონი 4 თუ 5 ბიჭია) რატომ არ კადრულობენ?
მიხაელ
20 ივლისი 2019 11:06
0
კიდევ ორი ქართველი რომ ამერიკის სტუდენტურ ლიგაში თამაშობს თან საკმაოდ წარმატებით, რატომ არ იძახებთ???
fifa
20 ივლისი 2019 11:00
1
ეძახიან, მაგრამ იმათ არ ესმით! შორსაა აშშ და ხმას ატლანტიის ოკიანე ახშობს!
aburjga
20 ივლისი 2019 13:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული