U18. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
28 ივლისს, რუმინეთის ქალაქ ორადეაში ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონში, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 79:87 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა წინა ტურში ტრავმირებული ტანმაღალი ცენტრის, საბა გიგიბერიას გარეშე ითამაშა, მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყო და საფინალო სასტვენამდე 2:32 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ბოლოს მეტოქემ უკეთ ითამაშა და გაიმარჯვა.

ჩვენს გუნდს 20 ქულა ლაშა მიქელაძემ შესძინა, 19 - რატი ანდრონიკაშვილმა, 11 - ანზორ ნადირაძემ, 10 - ვლადიმერ თავაქარაშვილმა, 8 კი - ირაკლი კილაძემ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე 42-იანი მარგი
ქმედების კოეფიციენტით მეტოქე გუნდის კალათბურთელი ანდრეი იაკიმოვსკი გახდა, რომელმაც 33 ქულა, 8 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ტურში სლოვაკეთი (80:45), ხოლო მეორე ტურში დანია (85:40) დაამარცხა.

შეგახსენებთ, ჯგუფიდან 2 საუკეთესო გუნდი გადის.

30 ივლისს, მეოთხე ტურში ჩვენი გუნდი უკრაინას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
როგორც ნებისმიერი სხვა ფორმაციის ნაკრებში, ამ გუნდშიც კატასტროფულადაა 3-ქულიანების საქმე. ნეტა ვინ ასწავლის ამათ პერიმეტრიდან სროლას?! შედარებისთვის - მეტოქეს დღეს სამქულიანების რეალიზაციის მაჩვენებელი 37% ჰქონდა, საქართველოს - 14%! ჩრდილოეთ მაკედონიელმა იაკიმოვსკიმ 7-დან 4 3-ქულიანი ჩააგდო, რატი ანდრონიკაშვილმა კი 5-დან 0!
გულშემატკივარი
28 ივლისი 2019 21:31
0
marto samkulianebs xedav? mcvrtnelebs ver? vin ascavlis saertod ?
chrdiloet makedonia ra kveyana gamoigona avtorma esec sainteresoa :)))))) chrdilo irlandiashi aeria uechveli
Kemba
28 ივლისი 2019 22:31
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული