U18. 20-წლამდელების დარად 18-წლამდელებიც ევროპირველობის მეოთხედფინალში დამარცხდნენ

AutoSharing Option
2 აგვისტოს, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრები პოლონეთთან 44:67(!) დამარცხდა.

ამ შეხვედრის წინ ბევრი ფიქრობდა, რომ ჩვენს კალათბურთელებს უფრო მეტოქის ტანმაღალ ცენტრებთან გაუჭირდებოდათ ბრძოლა, მაგრამ მოწინააღმდეგემ ჩვენი გუნდი ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

ამაზე ანგარიში და სტატისტიკაც ნათლად მეტყველებს: ბურთის მარტივ სიტუაციებში გაუთავებლად დაკარგვა, გაცუდებული სამქულიანების პროცენტული მაჩვენებელი, არაორგანიზებული, სწორხაზოვანი თამაში და ა.შ.

არადა, თემურ კანკიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ტაიმი 29:26 მოიგო, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარში მხოლოდ 15 ქულა ჩააგდო და დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებში 19 ქულით, 6 მოხსნით და 2
შედეგიანი გადაცემით საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელსაც თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.

სამწუხაროდ, 18-წლამდელები 20-წლამდელების დარად 1/4 ფინალში დამარცხდნენ და A დივიზიონში გადასვლის შანსი დაკარგეს, რაც ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების და საერთოდ, ბავშვთა კალათბურთის პრობლემებზე მეტყველებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რატი ნიჭიერი ბიჭია უდაოდ, მაგრამ უნდა დაარიგონ, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია... იქნებ ვისაც ეს ევალება, სწორი ანალიზი გააკეთონ....უკვე მერამდენედ ვუშვებთ იდენტურ შეცდომებს.... ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბიჭები....
გიორგი 48
19:45 02-08-2019
0
არ მესმის რას ქვია მაქსიმალისტები ვართ? აბა მინიმალისტები უნდა ვიყოთ? ორივე ასაკობრიცისთვის ამოცანა იყო ა დივიზიონში გადასვლა, ორივე ჩაფლავდა! იქაც და აქაც ანდრონიკაშვილის "ბლატნოი" კალათბურთს ვუყურეთ. ზუროსმა რომ ათამაშა თბილისში მაშინ დავწერე გააფუჭეს პერსპექტიული ბიჭითქო და სამწუხაროდ ეგრეც ხდებ, ავარდნილი აქვს თავში. გურასპაულმა ისე დაამთავრა თავისი კარიერა რომ პერსპექტიული კალათბურათელის კატეგოირიას ვერ გასცდა, ხოდა წესიერი ხალხი უნდა ფედერაციში ასეთებად რომ არ დაგვირჩენ ეს ბავშვები!
პაატა
23:17 02-08-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული