ქართველმა18-წლამდელებმა გერმანიასთან წააგეს

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიაში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროჩელენჯერში საქართველოს ნაკრები კვლავ მოგების გარეშეა. დავით როგავასა და კახა ტომარძის გაწვრთნილმა ქართველებმა მე-4 ტურის შეხვედრა გერმანიასთან 58:106 დათმეს. როგორც ანგარიშიდა ჩანს, ჩვენს გუნდს წარმატების შანსი არ ჰქონია, გერმანელებმა თავიდანვე რომ მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა, ლიდერობას თამაშის ბოლომდე იმტკიცებდნენ.

პირველი პერიოდი გერმანიამ 31:11 მოიგო, ხოლო დიდი შესვენებისას 29 ქულით ლიდერობდა. როცა მე-3 პერიოდში ჩვენებმა ვერაფერი შეცვალეს, მატჩის ბედი გადაწყდა. საბოლოოდ ქართველებმა დიდი სხვაობით წააგეს და მაკედონიურ ევროჩელენჯში ბოლოსწინა ტურის წინ კვლავ მოგების გარეშე რჩებიან.

ჩვენს ნაკრებში საუკეთესო
შედეგი გიორგი ოჩიკიძემ აჩვენა, რომელმაც 16 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. მის შემდეგ 8 ქულით გიორგი მესხი, როლო 7- ით გუჯა ხვედელიძე მოდიან.

საქართველოს ნაკრები ევროჩელენჯის ბოლო შეხვედრას 8 აგვისტოს, თბილისის დროით 17:00 საათზე, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული