თბილისური ჩელენჯერის პირველ დღეს ალბანეთმა და მალტამ იოლი გამარჯვებები მოიპოვეს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს დედაქალაქში მორიგი საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი დაიწყო. მოგეხსენებათ, გასულ თვეში თბილისმა 20 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯერს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქალაქს ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნების ნაკრებები ესტუმრნენ. ამჯერად სტუმრები ისეთი სახელიანნი არ არიან, როგორებით საფრანგეთი, სერბეთი და გერმანია იყვნენ, თუმცა გოგონათა ევროჩელენჯერის მასპინძლობა ჩვენი საკალათბურთო საზოგადოებისთვის მართლაც გამორჩეული ამბავია.

გოგონათა კალათბურთის ხელშეწყობა – ეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამიტომაც ტარდება თბილისში ფიბას საერთაშორისო ტურნირი. მართალია, ჩვენი ნაკრები სადღეისოდ მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, თუმცა საერთაშორისო აქტივობა, ახალგაზრდებთან სწორი და
თავდაუზოგავი მუშაობა მომავლის იმედს იძლევა.

თბილისურ ევროჩელენჯერში საქართველოსთან ერთად მალტა, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი და სომხეთი მონაწილეობენ. პირველ ტურში მაკედონიელები ისვენებდნენ, პირველ მატჩში კი ალბანეთმა სომხეთს შანსი არ დაუტოვა. ჩვენმა მეზობლებმა 37:61 წააგეს ალბანელებთან. რაც შეეხება ქართველებს, ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრა მალტასთან დათმო – 28:71.

ტურნირის მეორე დღეს, 10 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში კვლავ 2 მატჩი გაიმართება. 16:00 საათზე ჩრდილოეთი მაკედონია მალტას დაუპირისპირდება, ხოლო 19:00 საათზე საქართველო ალბანეთს შეხვდება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
მალტასთან რომ 28 ქულაზე მეტს არ ჩააგდებ რაღა უნდა ვთქვათ. ფაქტიურად ქალთა კალათბურთი ჩვენთან არ არის, დაბალ მოყვარულ დონეზეა რეალურად.
Zaza
09:27 10-08-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული