საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა დასანანი მარცხი იწვნია სომხეთთან. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი გუნდი ძალიან ახლოს იყო თბილისში მიმდინარე ფიბას ევროჩელენჯში პირველი მატჩის მოგებასთან, თუმცა გამოცდილების უქონლობამ ბოლო წუთებზე თითქმის მოგებული შეხვედრა წააგებინა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე სომხებმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 60:58.
შეხვედრის დასრულებამდე 105 წამი რჩებოდა, როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ელისაბედ ხიმშიაშვილმა ორქულიანი მეტოქის ჯარიმის თანხლებით ჩააგდო, ჩვენიანები 58:52 დააწინაურა და სამწუხაროდ, საჯარიმო ააცილა. დარჩენილ დროში ქართველმა გოგონებმა შეცდომები
საქართველოს ნაკრებში 10 ქულით, 19 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო ლიკა კვირკველია. ნატალი ჩუტკერაშვილმა 20 ქულა, 7 ჩაჭრა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ანა ნამგალაძის ანგარიშზე 12 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.
მესამე ტურის მეორე მატჩში ტურნირის ფავორიტმა ჩრდილოეთ მაკედონიამ 72:46 გაანადგურა ალბანეთის ნაკრები. 12 აგვისტოს ჩელენჯერზე დასვენებაა, ბოლოსწინა ტურში კი, 13 აგვისტოს, მალტა ალბანეთს შეხვდება, ჩრდილოეთი მაკედონია – სომხეთს.
GBF.GE