საქართველოს U16 ნაკრები სლოვაკეთთან ბოლო წამებზე – 76:77 დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ძალიან დასანანი მატჩი დათმო სოფიაში, ფიბას 16-წლამდელთა ევროჩელენჯერის სადებიუტო შეხვედრაში. ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა ქართველებმა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე მიღებული სამქულიანით – 76:77 (სტატისტიკა) დათმეს სლოვაკეთთან მატჩი, რომელშიც 36:31 წუთის განმავლობაში ლიდერობდნენ და ერთ ეპიზოდში 14 ქულითაც.

სწორედ 14-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა პირველი პერიოდის ბოლოს. საქართველომ საწყის მეოთხედში 8 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო და 2-წუთიან შესვენებაზე 30:16 იგებდა. ტომარაძის გუნდს თითქოს არაფერი ემუქრებოდა, თუმცა მეორე მეოთხედში სლოვაკებმა პერიმეტრი გადაკეტეს და ჩვენს ბიჭებს ფარქვეშ ჯაბნიდნენ. შედეგად ჩამორჩენა
გააბათილეს და დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა დიდ შესვენებამდე ქართველებმა ლიდერობა დაიბრუნეს და გასახდელში 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 50:46.

საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდში სათამაშო უპირატესობა დაიბრუნა და პერიოდის მოგებით ბოლო ათწუთეულის წინ ხელჩასაჭიდი – 7-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. ბოლო პერიოდში გათამაშდა დრამა. საქართველო 5 ქულით, 74:69 იგებდა. როცა თამაშის დასრულებამდე 3 წუთზე ნაკლები რჩებოდა, სლოვაკებმა მედგარი დაცვისა და შეტევაში უკეთ გარჯის ხარჯზე საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

2 ქულით დაწინაურებული საქართველო ბოლო წუთზე უტევდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმომდე მიტანილი ბურთი დაკარგა და სლოვაკებს შესატევად 24 წამი დარჩათ. ქართველებმა ერთხელ ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, შემდეგ დაცვაში იყოჩაღეს და მეტოქეს არ ჩააგდებინეს. აცილებული ბურთი ქართველებს პირით ხაზს მიღმა გაექცათ და შეტევა სლოვაკებს დარჩათ. წუთშესვენებაზე დაგეგმილი კომბინაცია სლავებმა ზუსტად გაითამაშეს და შეხვედრის განახლებიდან 3 წამში, ანუ დასრულებამდე 7 წამით ადრე ლიუბომირ ურბანმა მაროშ შიმკოს პასით გამარჯვების სამქულიანი კუთხიდან ჩააგდო.

ქართველებს შესატევად საკმარისი დრო და რაც მთავარია, წუთშესვენება დარჩათ, რომელიც, ცხადია, აიღეს და გადამწყვეტი შეტევა დაგეგმეს. სამწუხაროდ, ბოლო წამებზე ვერც ნიკოლოზ აბულაძემ ჩააგდო და ვერც თენგო გოგიშვილმა.

ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ლუკა ლომიძემ დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 12-12 ქულა დააგროვეს ნიკა აბულაძემ და ლუკა ალავიძემ. 11-11 ქულა გიორგი ბერუაშვილისა და თენგო გოგიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ხვალ, 17 აგვისტოს კვიპროსს დაუპირისპირდება, რომელიც დღეს უნგრეთთან 24 ქულით დამარცხდა. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ დაბლოკოᲗ Თუ გიყვარᲗ კალაᲗბურᲗი...
Შედეგი არის ფატალური..მწვრᲗნელი არ გვყავდა საერᲗოდ...სლივაკეᲗის მწვრᲗნელმა გვაჯობა ᲭკუიᲗ...
სანამ მᲨობელი Ჩაერევა ბავᲨვმა სად იᲗამაᲨოს და არ აინტერესებს როგორ Შედეგი სახეზეა...ფულიᲗ დეპუტატობᲘᲗ და ჯიპიბებიᲗ სპორტი არ განვიᲗარდება...
ეს მივიᲦეᲗ 20-18- და ახლა 16 წლამდელებᲨი..აბსოლოტური კრახი...
Ძალიან ცუდია მᲨობელი რომ ერევა და არ ადარდებეს ნაკრების ბედი მᲗავარია Თავისმა ბავᲨვმა იᲗამაᲨოს...
პერსპექტიული ბავᲨვები კი იᲩაგრებიან
სუს
09:25 17-08-2021
0
მთავარია ფედერაციაში ხოარიან ჯანზე ოცი წელია ერთი კლანი მართავს კალათბურთს მთავრობა მოაცილეთ ეს ხალხი თორე მალე ღარიბაშვილს მოუწევს მოედანზე გასვლა.
Zaza
10:27 17-08-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული