საქართველოს U16 ნაკრებმა და კლუბმა "ვინგსმა" ევროპის ლიგის მეორე წრე 2-2 გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
ლატვიის დედაქალაქ რიგაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ლიგის მეორე წრემ 16-წლამდელთა შორის, რომელშიც საქართველოს 2006 წელს დაბადებულთა ნაკრები და საკალათბურთო კლუბი “ვინგსი” მონაწილეობენ. პირველი წრე გასული წლის 16-19 დეკემბერს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარდა და იქ გამართული 5-5 მატჩიდან “ვინგსმა” 3 მოიგო, U16 ნაკრებმა კი – 2.

ორივე მათგანმა 28 დეკემბერს გამართული 2-2 მატჩი მოიგო. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებს 10 ქულით – 62:52 სძლია, ხოლო მორიგ მატჩში ბერტანსის აკადემია 73:52 დაამარცხა. ორივე მატჩში საუკეთესო იყო
გოგიტა ბუკია, რომელმაც ლუქსემბურგელებს 21, ხოლო ლატვიელებს 32 ქულა ჩაუგდო. აღსანიშნავია ავთო ბახტაძის ორმაგი დუბლით – 10 ქულა, 12 მოხსნა.

რაც შეეხებათ “ვინგსის” წევრებს, ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ შეხვედრაში “რიჟდენე” 86:37  გაანადგურა, ხოლო მორიგ მატჩში ლუქსემბურგელებს სძლია – 54:48. კოვიდ-რეგულაციების გამო ვინგსელები რიგაში 7 კალათბურთელით არიან ჩასულნი, თუმცა საწყის მატჩებში ბურჯანაძის გუნდს კაცნაკლულობა არ დასტყობია.

29 იანვარს საქართველოს ნაკრები და “ვინგსი” 2-2 მატჩს გამართავს. ჩერქეზიშვილის გუნდი თბილისის დროით 11:00 საათზე “რიგას” დაუპირისპირდება, ხოლო 18:20-ზე ესტონურ “ტარტუს უნივერსიტეტს”. “ვინგსის” მეტოქეები კი ბერტანსის აკადემია და “რიგა” იქნებიან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
"ვინქსი" უკეთესად თამაშობს ვიდრე საქართველოს თანატოლი ასაკის ნაკრები,რომ იცოდეთ ეს კლუბი სკოლის მცირე რესურსების პატარა დარბაზში ვარჯიშობს,ამ კლუბის მწვრთნელს და ბიჟებს უნდათ ნორმალური პირობები და შესაძლოა ოქროს თაობის გამოჭედვა
პ.ს. იმედია ამ კლუბს დაიუდგებიან გვერდში
ლევანი
16:16 30-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული