მათე ხატიაშვილი საქართველოს 14-წლამდელთა გუნდს ევროპის ლიგის ფინალში შეუძღვა

AutoSharing Option
საქართველოს 14-წლამდელთა გუნდი ევროპის ახალგაზრდული ლიგის ფინალშია. 2008 წელს დაბადებულთა ლიგაში ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი ფინალამდე მივიდა და საჩემპიონო 17 აპრილს უნგრული ქალაქ პეჩის გუნდ “რატგებერთან” გამართავს.

მოგეხსენებათ, “საქართველო 2008”-მ 15 აპრილს ჯგუფის 2 მატჩი მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მე-3 შეხვედრა პოლნურ “კომოროვთან” დრამატულ ბრძოლაში დათმო, ჯგუფიდან მაინც გავიდა. კომოროველებთან ჩვენმა გუნდმა მატჩი ბოლო წამებზე – მინიმალური სხვაობით – 54:55 დათმო. საუკეთესო შედეგი აჩვენა მათე ხატიაშვილმა, რომელმაც 29 წუთში 28 ქულა მიითვალა.

წაგების მიუხედავად საქართველო
2008 ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და დღესვე ითამაშა ნახევარფინალი. ქართველების მეტოქე ლიეტუვური “ვილნიუსი KM” გახლდათ,რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში – 80:74 ვძლიეთ და ფინალში გავედით. ლიეტუველებმა ვერაფერი მოუხერხეს ხატიაშვილს, რომელმაც ევროპის ლიგის რეკორდული 40 ქულა ჩააგდო. ბოლო პერიოდის წინ ჩვენი გუნდი 2 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ შეხვედრის ბოლო წუთებზე მოახერხა გალიდერება და გამარჯვების, ანუ ფინალის საგზურის მოპოვება.

ფინალური მატჩი 17 აპრილს, თბილისის დროით 12:30 საათზე გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
მათე ხატიაშვილი ქართული კალათბურთის მომავალია. წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
კოტე ბრეგვაძე
11:29 17-04-2022
2
წარმატება ბიᲭებს და მიხარია Თა გულიც მწყდება იმაზე რომ ახლა კი ვიგებᲗ,მაგრამ ასაკობრივ ტურნირებზე ვერაფერს ვახერხებᲗ ვერც ევროპაზე და ვერც მსოფლიოზე,ახლა Თუ გვყავს ბავᲨვები ვინც წარმატებას აᲦწევენ მერე სად მიდიან?
გიო
09:21 17-04-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული