საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება, რომელსაც 15-24 ივლისს თბილისი უმასპინძლებს. საქართველოში 19 ქვეყნის ნაკრები ჩამოვა და მატჩებს ახალაშენებულ სპორტის სასახლესთან ერთად ოლიმპიური სასახლეც უმასპინძლებს. ორგანიზატორებთან ერთად საპასუხისმგებლო ღონისძიებისთვის ემზადება საქართველოს ნაკრებიც, რომლის მწვრთნელიც ეროვნულში ილიას ზუროსის ასისტენტი მილოშ გლიგორიევიჩია. სერბ სპეციალისტს სამწვრთნელო შტაბში ჰყავს ირაკლი ძიძიგური და ენდრიუ ანთელიძე.
20-წლამდელთა ნაკრებს ამხანაგური მატჩები როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აქვს დაგეგმილი, მანამდე კი შეკრებაზე რაჭაში იმყოფება. გლიგორიევიჩის გუნდი 16 კალათბურთელის შემადგენლობით ქალაქ ამბროლაურშია, სა
დაც 11 ივლისამდე დარჩება და საბერძნეთში გამგზავრებამდე თბილისში დაბრუნდება. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს საბერძნეთში, ბულგარეთში, თურქეთსა და თბილისში ჯამში 8 ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
საქართველოს ნაკრები შეკრებას თბილისში განაგრძობს და 18 ივნისს საბერძნეთში 14 კალათბურთელით გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის B ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად შვედეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, კოსოვო და ავსტრია ჰყავს.
GBF.GE
ამ Თექვსმეტი კაციდან 6-7 ბავᲨვზე ᲨეიᲫლება დაყდნობა.დანარᲩენები ვინ არიან საერᲗოდ.
მეგონა სანიკიᲫის მოსვლიᲗ რამე Შეიცვლებოდა მაგრამ ახლა ვხვდები რომ კალაᲗბურᲗი არ აინტერესებᲗ.
ბახტაᲫე Ძაან კარგი ბავᲨვია და გზა გაკვალული აქვს ევროპისკენ,Თან ასაკი ისეᲗი აქვს ყველაფერს მოესწრება რატო ვამბობ ამ მაგალიᲗს 19-20 წლის ვინც იᲩაგრება უპატრონობიᲗ და არ იᲫახებენ ნაკრებᲨი ის ბავᲨვი ხომ უკვე ამᲗავრებს კალაᲗბურᲗს..ეს დალოცვილი ᲩასვიᲗ ვისაც ასაკიᲗ ეკუᲗვნის მაგ ბახტაᲫე 2007 იანია 5 წლიᲗ პატარაა ხომ მოუწევს ასაკᲨი და 19-20 წლის ვინც არის იმას კარიერას აკარგვიებᲗ.
ეს მიდგომა Ღუპასვ ქარᲗულ კალაᲗბურᲗს.