საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა კოსოვო 27 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
რუმინეთის ქალაქ პლოეშტში სტარტი აიღო ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონმა, სადაც 22 ქვეყნის ნაკრებს შორის საქართვეკლოც გახლავთ. დავით როგავასა და კახა ტომარაძის თავკაცობით ქართველმა 18-წლამდელებმა ტურნირი გამარჯვებით დაიწყეს. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე კოსოვო გახლდათ, რომელსაც ჩვენმა გუნდმა 27 ქულით – 87:60 სძლია.

საქართველოს ნაკრებს თამაშის დასალაგებლად პირველი პერიოდი დასჭირდა. ათწუთეულის 18:20 წაგების შემდეგ, მეორე პერიოდიდან ქართველები საზრიანად ათამაშდნენ, დაცვა გაამაგრეს და კონტრშეტევებითა და თუ შორიახლო სროლებით ლიდერობას იმტკიცებდნენ. მეორე ათწუთეული საქართველომ 22:11 მოიგო და დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მეორე
ნახევრიდან ქართველებმა გააგრძელეს წარმატებული თამაში და შეხვედრის ბედი მალე სათავისოდ გადაწყვიტეს.

საბოლოოდ დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც მოზრდილი წილი 21 ქულითა და 9 მოხსნით გიორგი სულაბერიძემ დაიდო. 14 ქულა და 9 პასი გიორგი ოჩხიკიძემ, ხოლო 14 ქულა და 7 მოხსნა სანდრო კასაბურმა მიითვალეს.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს ხვალ, 30 ივლისს, ნორვეგიასთან გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოლო წუთებზე ყველა ითამაშებდა...ასეთი დამოკიდებულება რატო გვაქვს ....რატო არ ათამაშეს ბელთაძე...და სხვები...ყველას მამა და ბიძაშვილი ხომ არ ყავს ფედერაციაში...კითხეთ თუ იცნობენ 2005 წელს და დაბადებულ ბავშვს 207სმ სიმაღლისას...წაეყვანათ ეგეც ითამაშებდა 2 წუთი...მარაზმია სუფთა რა...კალათბურთის ყურება შეგზიზღდება ისეთი უსამართლობაა
მოქალაქე
23:43 29-07-2022
2
მოგების მიუხედავად, გუნდმა უსახურად ითამაშა, უბრალოდ მეტოქე იყო სუსტი.ამ თამაშით შორს ვერ წავალთ.ღმერთნა ქნას ვცდებოდე.
დიმა
00:42 30-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული