U18. ოჩხიკიძის 27 ქულა და ბოსნიასთან ბოლო წუთზე მოპოვებული გამარჯვება

AutoSharing Option
ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის “ბ” დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ბოსნია-ჰერცეგოვინა ანგარიშით 79:75  დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ტურნირი რუმინეთის ქალაქ პლოეშტში მიმდინარეობს. 3 მოგებითა და ერთი წაგებით ქართველები “ბ” ჯგუფის ლიდერები არიან.

აღსანიშნავია, რომ თამაშმა საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა და გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ბოლო წუთზე გაირკვა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ტურში მარცხი იწვნია ქართველების მომგებმა ბულგარეთმა, რომელსაც ნიდერლანდებმა 70:66 აჯობა. ამით კი ის გაირკვა, რომ ქართველებს ბოსნია-ჰერცეგოვინელების ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება აძლევდათ ხელს.

თუმცა ბოსნიელების ძლევით
ჯერ მხოლოდ ჯგუფიდან გასასვლელად ხელსაყრელ პოზიციაში ჩავდექით. შემდეგ ეტაპზე, მეოთხედფინალში რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებს ჯგუფის ბოლო მატჩში ნიდერლანდების დამარცხება მართებს.

ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ საუკეთესო შედეგი გიორგი ოჩხიკიძემ დააფიქსირა, რომელმაც 27 ქულა, 3 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 7 პასი მიითვალა. 14 ქულა გიორგი სულაბერიძის ანგარიშზეა. 10-10 ქულა მოაგროვეს ლუკა ლომთაძემ და ლუკა კუჭუხიძემ, რომლის ანგარიშზე დამატებით 9 მოხსნაც დაგროვდა. 9 ქულა მოუტანა გუნდს ლუკა ალავიძემ.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 3 აგვისტოს, ნიდერლანდებთან გამართავს და ეს იქნება, როგორც იტყვიან, ყოფნა-არყოფნის მატჩი. შეხვედრა თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ გაქვთ დიდი მოლოდინი? არ ვიცი, არც არგემენტის მომხრე ვარ თითქოს ისეთი დალაგებული ქვეყნის ნაკრებს,როგორც მაგ. ნიდერლანდებია, რატომ უნდა მოვუგოთ? იმიტომ რომ ჩვენ ცოტა მეტი ტრადიცია გვაქვს, ვიდრე მათ, ჩვენ ჩამორჩენილი ვართ და მეტი გვაქვს დასამტკიცებელი და გასახარებელი და ა.შ. მაგრამ მოტივაცია შრომით და განათლებითაც ჩამოვრჩებით და იმიტომ არ მაქვს მოლოდინი, თანაც თამაშებს ვიყურე, ასევე 20 წლიანების და ალბად ისეთივეა 16 წლიანებიც, ერთი ხელწერა,ერთი უსუსურობა კონტიგენტშიც და მწვრთნელებშიც, ნუ მოვილშით ნერვებს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეულ ინდივიდებს თუ გაუმართლებთ და რამეს მოიგებენდა გაგვახარებენ დანარჩენიიიი... ?
გუსანი
16:47 03-08-2022
0
ბოლო წუთზე ჩაგდებულმა 2-მა სამქულიანმა გადაწყვიტა, მატჩის ბედი.სამსრთლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბოსნია გასულია და მოტივაცია ნაკლები ჰქონდათ.ჩვენ გუნდს სტაბილურობა აკლია, ამიტომ ნიდერლანდებთან, პროგნოზი ძნელია.
დიმა
13:43 03-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული