საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დასკვნით მატჩში ბულგარეთს რევანში აუღო

AutoSharing Option
რუმინეთში დასრულდა ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი, რომლის ფინალში შვედეთმა დანია 79:66 დაამარცხა. ამ გუნდებთან ერთად A დივიზიონის საგზური კიდევ ერთმა სკანდინავიურმა ქვეყანამ – ფინეთმა მოიპოვა. საქართველოს ნაკრები 22 მონაწილეს შორის მე-15 ადგილზე გავიდა. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში, რომელსაც მე-15 გუნდი უნდა გამოევლინა, დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა ბულგარეთი გაანადგურა – 64:41. ეს ის ნაკრებია, რომლის გამოც საქართველო ჯგუფიდან ვერ გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდი ბულგარეთთან 66:70 დამარცხდა, შემდეგ კი, ბოლო ტურის მატჩში, ბულგარეთს ნორვეგიასთან რომ წაეგო, საქართველო მეოთხედფინალში გადიოდა, მაგრამ…

ერთი
სიტყვით, საბოლოოდ ვერც ბულგარეთი გავიდა ჯგუფიდან, ორივეს ნიდერლანდებმა გვაჯობა, შემდეგ კი საქართველო და ბულგარეთი კიდევ ერთხელ გადაიკვეთნენ – საკვალიფიკაციო, მე-15 ადგილისთვის მატჩში, რომელშიც ჩვენმა გუნდმა სრულფასოვანი რევანში აიღო და მეტოქე 23 ქულით დაამარცხა. ჩვენს გუნდში 21 ქულით, 4 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო გიორგი ოჩხიკიძე; 17 ქულა და 17 მოხსნა გიორგი სულაბერიძემ მიითვალა; 12 ქულითა და 6 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ვატო გაჩეჩილაძემ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ამით დაასრულა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა და მომავალ წელს ეცდება საუკეთესო სამეულში მოხვედრასა და ელიტაში აღზევებას.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 5 /
სანიკიძე ბევრი საქმე გაქვს და დაიწყე იქიდან რომ პერსპექტიულ ბავშვები წამოწია წინ ვიდრე მამიკოს ბიჭები...ხომ ხედავთ შედეგებს მოგწონთ?
ან მამიკოებს მოგწონთ შედეგი....
თუ ვტყუივარ მომწერეთ ვინც წინასწარ იცის რომ მამიკოს დახმარებით ასი პროცენტით მოხვდება ნაკრებში ვარჯიშით არ ვარჯიშობენ ან ზარმაცები რადგან იციან რომ მაინც მოხვდებიან ნაკრებში ...სანიკიძე ამას მიხედე პირველ რიგში....და კიდე 16 წლის ბავშვი 207სმ სიმაღლის კალათბურთელს ფედერაცია არ თვლის პერსპექტიულად...გამარკვიეთ არის ეს ბავშვი პერსპექტიული...სანიკიძე გაარკვიე ეს ბავშვი უნდა ვარჯიშობდეს თუ არა ფედერაციის დონეზე ....40 წუთი შეუძლია თამაში და 3-4წლის ბავშვებში 17 მოხსნას და 12 ქულას აკეთებდა...გამარკვიეთ ეს ბავშვი არის თუ არა პერსპექტიული.
დავიღალე
00:25 09-08-2022
2
შემოგვაკლა თურმე ბულგარეთმა თავი არაფრით არ უნდოდათ ჩვენებს 25 ქულიანი უპირატესობით მოეგოთ ასე იწრთობოდა ფოლადი.
კახა
23:00 08-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული