საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობა დაასრულა. საკვალიფიკაციო რაუნდის კიდევ ერთი თამაში ჩვენმა გუნდმა გუშინ, დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ გამართა და 47:63 დამარცხდა, დღეს კი შვეიცარიას დაუპირისპირდა და მატჩი 71:84 დათმო.

ბრიტანეთთან შეხვედრაში გამორჩეული იყო ნიკოლოზ აბულაძე, რომელმაც 13 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა. 8 ქულაა ნიკოლოზ გურგენიძის ანგარიშზე.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას შვეიცარიათან, ქართველ 16 წლამდელებს შორის უნდა აღინიშნოს ავთანდილ ბახტაძის თამაში რომელმაც 18 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 14 ქულაა ნიკოლოზ გურგენიძის
ანგარიშზე, ხოლო ლუკა მუჯირიშვილი 10 ქულითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას 22 ქვეყანა იღებდა. საქართველოს 16 წლამდელთა გუნდმა ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვიკა მენანება ამ ვაკხანალისაათვის, არ უნდა დათანხმებულიყო არც პარლამენტარობას და პრეზიდენტობას.
ეეე
19:49 20-08-2022
1
უ 16,18,20 ვერანაირ კრიტიკას უძლებს.ეს რასაც ესენი თამაშობენ კალათბურთი არ ქვია. ზაან დაბალი დონეა
კახა
19:17 22-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული