18-წლამდელთა ნაკრების შეკრება ლატვიიდან ფინეთში გაგრძელდა

AutoSharing Option
18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადება. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე საზღვარგარეთაა, რომლის ლატვიური ეტაპი დაასრულა და ფინეთში გადავიდა. 18-წლამდელები ლატვიაში 26 ივნისიდან იმყოფებოდა და მთლიანობაში 4 სპარინგ-მატჩი გამართა. ჩვენმა ნაკრებმა 2 შეხვედრა ლატვიასთან და ორიც უკრაინასთან დათმო, რაც სამწვრთნელო შტაბისთვის (ირაკლი ძიძიგური, ნიკ მეტრეველი, ანდრო ანთელიძე) სწრი დასკვნების გამოტანისა და მათზე მუშაობის კარგი საშუალება გახლდათ.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 21-დან 30 ივლისის ჩათვლით პორტუგალიის ქალაქ პორტუს გარეუბან მატოსინოში ჩატარდება. დივიზიონში 22 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი,
რომლებიც 4 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. შექმნილია 2 ხუთ და 2-იც ექვსგუნდიანი ჯგუფი. საქართველო B ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად სლოვაკეთი (21 ივლისს ვეთამაშებით), უნგრეთი (22 ივლისი), ალბანეთი (23 ივლისი), მონტენეგრო (25 ივლისი) და ბოსნია (26 ივლისი) ჰყავს.

22 ნაკრები დივიზიონის 3 მოწინავე ადგილის დასაკავებლად იბრძვის, რადგან სწორედ ფინალისტებს და მე-3 ადგილის მფლობელს ერგებათ მომავალი წლის A დივიზიონის საგზურები. გათამაშების ფორმატის თანახმად, საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი განაგრძობს, რომლებიც მეოთხედფინალში გაწყვილდებიან (A – B ჯგუფთან, ხოლო C ჯგუფი D-სთან). შესაბამისად, თუკი საქართველო პლეი ოფში გავა, მეოთხედფინალში და ნახევარფინალში მეტოქედ A ჯგუფის (ავსტრია, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია). წარმომადგენლები ეყოლება.

18-წლამდელთა ნაკრებს მომავალი სპარინგ-მატჩები 9 და 10 ივლისს, ფინეთის ნაკრებთან ელის.

GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა დასკვნები უნდა გააკეთონ როცა ბავშვები არ ყავთ სწორად არჩეული და ან თვითონ რა იციან რომ გამოიტანონ დასკვნები.
ბობოყ
13:53 09-07-2023
0
210სმ ბავშვი დატოვეს და არ წაიყვანეს ....მიყავთ მამიკოს ბავშვები...არ მაინტერესებს.ფედერაცია არის ისეთი რასაც შევადარებ.
მე ვცხოვრობ და მყავს 5 სულიანი ოჯახი...და არ განვიხილავ რომ სხვა ჩავსვა...ასე იქცევა ფედერაცია...არიან არიან ყველა კალათბურთელები გაქაჩულები და მაგათი შვილები მაგათი მეგობრის შვილები და ასე შემდეგ.
აბდულა
09:54 09-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული