საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ლიდერ შვედეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა. კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე რიგით მე-3 შეხვედრა შვედეთთან 78:91 დათმო. ამ შედეგით ჩვენს გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი წაერთვა. საქართველოს ჯგუფში ერთი მატჩი დარჩა გასამართი, თუმცა აზერბაიჯანის ნაკრების დამარცხება საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვედრის გარანტიას ვერ იძლევა.

ქართველებს აქამდე თითო მოგება-წაგება ჰქონდათ და ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ შვედეთს ეთამაშებოდნენ, რომლის მინიმუმ 16 ქულით დამარცხება სჭირდებოდათ, მეოთხედფინალში რომ გასულიყვნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 21 ქულით დათმო, რითაც
წარმატების შანსი, ფაქტობრივად, ადრიანად გადაეწურა. მართალია, ჩვენმა ნაკრებმა მეორე ტაიმში თამაშში დაბრუნება შეძლო, როცა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, თუმცა მატჩის დასკვნით პერიოდში სკანდინავიელებმა ისევ გამოიღეს ხელი, ლიდერობა გაიმყარეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.

ჩვენს ნაკრებში 19 ქულით, 14 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო შედეგი გიორგი სულაბერიძემ დააფიქსირა. 19 ქულა და 7 მოხსნა გუგა ნაცვლიშვილმა, ხოლო 14 ქულა – ბაქარ ბერეკაშვილმა დააგროვა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო შეხვედრას 12 ივლისს, აუტსაიდერ აზერბაიჯანთან გამართავს, რის შემდეგაც, დიდი ალბათობით, 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვება.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყების წინ ჩვენმა ნაკრებმა დღეს ტრაგიკულად დაღუპული დათუნა ჟღენტის ხსოვნას პატივი მიაგო.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტუღუში მუდმივად ამტკიცებს თავის “მაღალ” სამწვრთნელო კვალიფიკაციას და მასთან ერთად ფედერაციაც… არ დაადგა საშველი ასაკობრივ ნაკრებებს:((( ისე რა არის მაგათგან გასაკვირი?!
ევროპა ჩააგდეს სამარცხვინოდ და ბოდიშიც კი არ მოიხადეს, სამაგიეროდ ხომ იბლატავეს პარკეტზე თუ პარკეტს გარეთ:(
პაატა
03:41 12-07-2023
0
ამ შედეგს იმ უაზრო სამ თვიანი საზღვარგარეთული შეკრებების გარეშე ვერ დადებდნენ? რაში ყრის ეს გაჭირვებული ქვეყანა ამდენ ფულს!
შოთა
10:47 12-07-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული