საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ პიტეშტში მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად ისლანდია, ბოსნია, ავსტრია და მასპინძელი რუმინეთი ჰყავს.

ტურნირში მთლიანობაში 21 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს და იბრძვის A დივიზიონის 3 საგზურისთვის. ფინალისტები და მე-3 ადგილის მფლობელი ნაკრებები მომავალ, 2024 წელს ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს 5 აგვისტოს, ბოსნიასთან მატჩით იწყებს, 6-ში რუმინეთს ეთამაშება, 8-ში – ავსტრიას და ბოლო შეხვედრას ისლანდიასთან, 9 აგვისტოს ჩაატარებს.

საქართველოს
ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი ესტონეთსა და ლატვიაში გაიარა, სადაც 5 ამხანაგური მატჩი გამართა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული