საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების 3 გამარჯვება ევროპის ლიგის პირველ წრეში

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის ახალი სეზონი ესტონეთიდან დაიწყო. 2008 წელს დაბადებულთა ნაკრებს ნიკა ცინცაძე წვრთნის, რომელსაც ასისტენტობას ლევან ტყეშელაშვილი და ნიკა ბურჯანაძე უწევენ. მოგეხსენებათ, 16-წლამდელთა ნაკრებმა (2007-წლიანებმა) გასულ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა და ელიტარული, A დივიზიონის საგზური მოიპოვა. ხოლო ეს ნაკრები, რომელიც ესტონეთში იმყოფება, მომდევნო თაობაა და ისინი 2008 წელს არიან დაბადებულნი.

იმ ნაკრებიდან ამ 16-წლამდელებში თამაში მხოლოდ 2 კალათბურთელს, ილია სულაძესა და მათე ხატიაშვილს უწევთ, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ და ამჯერად ნაკრებთან ერთად არ
არიან. საქართველოს 2008-წლიანთა ნაკრები ტარტუში შემდეგი შემადგენლობით იმყოფება:

მათე ყავლაშვილი, ირაკლი ქარდავა, დავით ჭუაძე, გიორგი ბოხუა, საბა ჟღენტი, მათე ნებიერიძე, გიორგი მუშკუდიანი, ზაურ კანაშვილი, ლაშა ხუნდაძე, დიანის გრიგორიანი, შიო ნარიმანიძე, დაჩი გომურაშვილი.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთში გამართული 5 მატჩიდან 3 მოიგო, 2-ში კი მარცხი განიცადა. 3 ოქტომბერს გამართული ორივე შეხვედრა ქართველებმა დათმეს:

საქართველო U16 – ტარტუ (ესტონეთი) 37:61
პუჰუ ვანტაა (ფინეთი) – საქართველო U16 52:48

4 ნოემბერს საქართველომ ორივე შეხვედრა მოიგო:

საქართველო U16 – ბლეკებერგი (შვედეთი) 69:54
ტურკუ (ფინეთი) – საქართველო U16 48:57

5 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ესტონეთში ბოლო მატჩი გამართა:

უკრაინა U16 – საქართველო U16 53:75

მთლიანობაში ევროპის 16-წლამდელთა ახალგაზრდული ლიგის პირველ დივიზიონში 16 გუნდია. შესაბამისად, თითოეულ გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში 15 მატჩის ჩატარება უწევს. საქართველომ საწყისი 5 მატჩიდან 3 მოიგო. მომდევნო 10 შეხვედრას ჩვენი გუნდი 2 წრის ფარგლებში – 2024 წლის 18-21 იანვარს რიგაში (ლატვია) და 14-17 მარტს ვილნიუსში (ლიეტუვა) გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული