საქართველოს U16 ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა და მერვედფინალში მეტოქეს ელოდება

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჩვენმა გუნდმა პოლონეთის ნაკრები დაამარცხა და საფრანგეთისა და სლოვენიის შემდეგ ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. გათამაშების ფორმატის თანახმად, ჯგუფის ყველა მონაწილე გადადის პლეი ოფში, სადაც მერვედფინალში სხვა ჯგუფის წარმომადგენლებს უწყვილდებიან.

A ჯგუფი B-ს, ხოლო D ჯგუფი C-ს ჯვარედინად უწყვილდება. საქართველო, როგორც C ჯგუფში მე-3 ადგილზე გასული გუნდი, მერვედფინალში D ჯგუფში მე-2-ზე გასულს ხვდება. თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, თბილსის დროით დაახლოებით 21:30 საათზე გაირკვევა, როცა დასრულდება საბერძნეთისა და იტალიის
მატჩი. ამ 2 გუნდთან ერთად შესაძლებელია საქართველოს შეხვდეს ისრაელიც. ეს ყველაფერი მოგვიანებით გაირკვევა.

ქართველებმა პოლონეთთან მატჩის პირველი ტაიმი 32:36 წააგეს, გადამწყვეტი მეოთხედის წინ კი 6 ქულით ჩამორჩებოდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე პოლონელებმა უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს, მაგრამ ქართველები არ გატყდნენ. ილია სულაძის, ირაკლი ქარდავას, მათე ყავლაშვილის და მათე ხატიაშვილის შედეგიანი თამაშით ჩვენებმა ჩამორჩენა ხომ შეამცირეს და თამაშის დასრულებამდე 3 წუთთ ადრე, გაათანაბრეს კიდეც.

ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა ნიკოლოზ გიგინეიშვილის სამქულიანი, რომლის შემდეგაც საქართველო 63:60 დაწინაურდა. გამარჯვების მომტანი ქულები ხატიაშვილმა მიითვალა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 67:62. საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი პერიოდი 20:9 მოიგო და ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა.

19 ქულით მატჩის ბომბარდირი ირაკლი ქარდავა გახდა, 15 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი ჰქონდა ილია სულაძეს, ხოლო მათე ხატიაშვილმა და მათე ყავლაშვილმა 11-11 ქულა ჩააგდეს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული