მასპინძლებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ, ეს საქართველოსთან მატჩშიც გამოჩნდა. პირველი პერიოდი თურქებმა 25:6 მოიგეს, რის შემდეგაც ქართველებმა ტაქტიკა შეცვალეს და თურქების დომინანტობა შეაჩერეს. მასპინძლებმა მეორე პერიოდი 7 ქულით მოიგეს და დიდი
მეორე ნახევარი საქართველომ მოიგო და საბოლოოდ 52:75 დამარცხდა. ჩვენს ნაკრებში ნიკოლოზ ბოდაველმა დააფიქსირა, რომელმაც 13 ქულა და 3 პასი მოაგროვა. 10 ქულა დაგროვდა საბა პატაშურის ანგარიშზე. 5 ქულითა 4 მოხსნით დაასრულა შეხვედრა დავით ტრაპაიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონშია და ელიტაში ღირსეულად ასპარეზობისთვის მზადება უკვე დაიწყო. თურქეთის ტურნირი პირველი გამოცდაა ახალი ფორმაციის 16-წლამდელთა ნაკრებისთვის, რომელშიც თაობა შეიცვალა და უმეტესად ახალი კალათბურთელები თამაშობენ.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე ბოლო მატჩს 26 იანვარს, რუმინეთის ნაკრებთან გამართავს. რუმინეთმა დღეს სერბეთთან 18 ქულით – 64:82 დამარცხდა.
GBF.GE